ნორვეგიის პრინცესა მართა ლუიზა სამეფო მოვალეობებზე უარს ამბობს, რადგან სურს, საქმროსთან ერთად, ალტერნატიული მედიცინის ბიზნესით დაკავდეს. საინტერესოა, რომ პრინცესას საქმრო დურეკ ვერეტი "თვითგამოცხადებული შამანია".
ნორვეგიის სამეფო ოჯახის განცხადების მიხედვით, პრინცესა თავის წოდებას შეინარჩუნებს, მაგრამ სამეფო ვალდებულებებს მოიხსნის, რათა “სამეფო და პირად ცხოვრებას შორის მკაფიო ხაზი გაავლოს".
მართა ლუიზას საქმრო, ამერიკელი დურეკ ვერეტი, ალტერნატიული სამედიცინო პრაქტიკითაა დაინტერესებული და მისი შეხედულებები ნორვეგიაში საკამათო თემაა. ვერეტს ბოლო წლებში არაერთი დაუსაბუთებელი მოსაზრება გაუვრცელებია. მაგალითად, ის ამბობს, რომ სიმსივნე არჩევანია. ვერეტი იმასაც ამტკიცებს, რომ მან გვინეტ პელტროუსა და მის შეხედულებებზე იქონია გავლენა.
დურეკი აფრო-ამერიკული წარმოშობისაა და თავს "მეექვსე თაობის შამანს უწოდებს“. ამტკიცებს, რომ მკვდრეთითაა აღმდგარი და მას აშშ-ის 11 სექტემბრის ტრაგედია 2 წლით ადრე ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები.
წაიკითხეთ სრულად