შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე 21 წლის გახდა. ფოტოებმა მისი წვეულებიდან კი დიდი მოწონება დაიმსახურა. ევამ სტუმრებს უმშვენიერესი თეთრი კაბით უმასპინძლა. სოციალურ ქსელში აღნიშნავენ, რომ ის ძალიან დაემსგავსა დედას.
ევა ბარბაქაძე სტუდენტია და პარალელურად არაერთ ცნობილ კომპანიასთანაც თანამშრომლობს. ის ინსტაგრამზე განსაკუთრებით აქტიურია და 180 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.