ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში იმყოფება და შეყვარებულთან, ნიცა თავაძესთან ერთად სამთავროს მონასტერს სტუმრობს. ნიცა თავაძემ, რომელიც ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია, დაკავებული სასწავლო გრაფიკის გამო, შეყვარებულთან ერთად იტალიაში წასვლა ვერ მოახერხა, თუმცა მასთან სტუმრად ჩადის და საქართველოში ყოფნისასაც წყვილი დროს ერთად ხშირად ატარებს.
როგორც თავად ხვიჩა ამბობს, ის და ნიცა ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ და ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. თავად ნიცა სამედიცინოზე სწავლობს და დროის უმეტეს ნაწილს სწორედ სწავლას უთმობს.
იხილეთ ვიდეო