ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა ბენ აფლეკთან პირველი ნიშნობის გაუქმებას თავისი „ცხოვრების ყველაზე დიდი გულისტკივილი“ უწოდა.
Apple Music 1-ისთვის მიცემულ ახალ ინტერვიუში მომღერალმა 2004 წელი და მათი პირველი ნიშნობის დასასრული გაიხსენა: „ჩვენი დაშორება ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო - აღნიშნა 53 წლის ლოპესმა. - როდესაც 20 წლის წინ ნიშნობა გავაუქმეთ, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გულისტკივილი იყო. გულწრფელად ვგრძნობდი, რომ მოვკვდებოდი, მაგრამ ახლა, 20 წლის შემდეგ, ამ ურთიერთობას ყველაზე ბედნიერი დასასრული აქვს. ალბათ, ასეთი დასასრული ჰოლივუდსაც კი შეშურდებოდა. ნამდვილი სიყვარული არსებობს და ზოგი რამ მართლაც სამუდამოდ გრძელდება. ჩემი მუსიკაც სწორედ ამ გზავნილის გავრცელებას ემსახურება“, - განაცხადა მომღერალმა ინტერვიუში.