"ოჯახი, მეგობრები და დაბადების დღის ტორტი" - როგორ აღნიშნა დათო ევგენიძემ 64 წლის იუბილე

მუსიკოსი დათო ევგენიძე 3 დეკემბერს იუბილარი იყო, ის 64 წლის გახდა და დაბადების დღე ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. სოციალურ ქსელში ვიდეო მისმა ქალიშვილმა, ლიკა ევგენიძემ გამოაქვეყნა.

დათო ევგენიძემ ცოტა ხნის წინ იქორწინა. მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი მეუღლე, ნინო, უკვე 18 წელია, ერთად ცხოვრობენ, ქორწილის გადახდა ახლა გადაწყვიტეს: "ნინო 18 წლის წინ მოვიყვანე ცოლად, ჯვარი დავიწერეთ, ძალიან მალე საქორწინო მოგზაურობაში წავედით და ხელის მოწერა ვერ მოვასწარით. სულ გვქონდა გეგმაში, რომ ჩვენი თანაცხოვრება
ოფიციალურადაც გაგვეფორმებინა, მაგრამ წლები ისე გავიდა, ვერ მოვახერხეთ. ვინაიდან ჩვენი შვილი სრულწლოვანი ხდება და საკუთარი შვილი მინდოდა, მართლაც ჩემი ყოფილიყო და როგორღაც ხელისმოწერა გადავწყვიტეთ.

ჩემს ასაკში ცოლის მოყვანა მართლაც იშვიათია. მეუღლეზე არაფერს ვამბობ, მასზე 17 წლით უფროსი ვარ... მოკლედ, რადგან გადავწყვიტეთ, ვიფიქრეთ, ჩვენს ქორწილში მეგობრებიც მოგვეწვია და იმ ბედნიერ დღეს გაგვეხსენებინა დრო, როცა ერთმანეთის ქორწილებში დავდიოდით..." -ამბობდა დათო ევგენიძე. 

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93