„როცა გოგოს მამა ხარ, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს“ - 54 წლის მოცეკვავე ჯანლუკა ვაკი და მისი 27 წლის მეუღლე შვილთან ერთად - Marao

„როცა გოგოს მამა ხარ, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს“ - 54 წლის მოცეკვავე ჯანლუკა ვაკი და მისი 27 წლის მეუღლე შვილთან ერთად

2022-12-07 22:22:14+04:00


იტალიელი მოცეკვავე, 54 წლის ჯანლუკა ვაკი, სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის თავისი ენერგიული და მხიარული ვიდეოებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უამრავი ადამიანის მოწონებას იმსახურებს. როგორც ცნობილია, ვაკის მეუღლე 27 წლის მოდელი შერონ ფონსეკაა. წყვილს ერთი შვილი, ბლუ ჯერუსალემა ჰყავს.

ბლუ რამდენიმე დღის წინ 2 წლის გახდა და მას იუბილე მშობლებმა გრანდიოზულად მიულოცეს. "გილოცავ დაბადების დღეს, პრინცესა. მადლობა ჩემი ცხოვრების საუკეთესო ორი წლისთვის. როცა გოგოს მამა ხარ, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს" - წერს ჯანლუკა ვაკი სოციალურ ქსელში.