მომღერალ თათა გიორგობიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის პოპულარული „ღამის შოუს ბენდიდან“ გახდა და მსმენელმა მალევე შეუყვარა. თათა ხშირად სტუმრობს სხვადასხვა გადაცემას და განვლილ ცხოვრებასა და წარმატებაზეც საუბრობს. ამჯერად კი მან ჟურნალ „სარკესთან“ გულახდილად ისაუბრა, ყოფილა თუ არა მის კარიერაში იმედგაცრუება:
„ეს ყველაფერი იყო. ხელმძღვანელობის მხრიდან ზერელე, აგდებული დამოკიდებულება, ბულინგიც. სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციაც მიგრძნია. ეს ყველაფერი ან გაგტეხს ძალიან, საცოდავი გოგო გახდები, ან პირიქით, შენი თავის ფასს გაიგებ და მიხვდები, რომ ტოქსიკურ გარემოს ყოველთვის უნდა გაეცალო. რა თქმა უნდა, ბევრი კარგი ადამიანიც შემხვდა, რომლებსაც სჯეროდათ ჩემი…“ - ამბობს თათა გიორგობიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:
"მძიმე იყო, სხვაგვარადაც შეიძლებოდა, მაგრამ ახლა ჩიტივით თავისუფალი და ბედნიერი ვარ" - თათა გიორგობიანი პირადი ცხოვრების შესახებ
„ნებისმიერი ადამიანი თავს უფლებას მისცემს, შემოიჭრას შენს ცხოვრებაში იქამდე, სადამდეც შენ მისცემ მას ამის უფლებას“ - თათა გიორგობიანი
"როცა წყვილი ერთმანეთს მხარს ვერ უბამს, ცუდ ურთიერთობას ჯობია, მარტო იყო... ძალიან მიყვარდა, მაგრამ დავიშალეთ“ - როგორია თათა გიორგობიანის ცხოვრება სცენის მიღმა: მომღერალი პირად ცხოვრებასა და კარიერაზე