"ათი წელია, რაც მე და ჩემი მეუღლე ცალ-ცალკე ვართ, მაგრამ ყველას მირჩევნია... ალბათ, ამიტომაც არ მიყვარდება არავინ..." - ეკა ჩხეიძე - Marao

"ათი წელია, რაც მე და ჩემი მეუღლე ცალ-ცალკე ვართ, მაგრამ ყველას მირჩევნია... ალბათ, ამიტომაც არ მიყვარდება არავინ..." - ეკა ჩხეიძე

2023-01-04 12:36:08+04:00

ამბობს, ძლიერი ქალი არა ვარო. თამაში და თვალთმაქცობა არ შეუძლია. ალბათ, სწორედ გულწრფელობის გამოა საინტერესო ეკა ჩხეიძის ინტერვიუები. საუბარი მისი ცხოვრების შემოქმედებითი ნაწილით დავიწყეთ.

- რამდენიმე სფეროში მუშაობთ - თეატრი, კინო, გახმოვანება, რომელი უფრო ახლოა თქვენს პიროვნებასთან?

 

- თითოეული საინტერესოა. წინათ ვამბობდი, თეატრი მაინც სხვაა, ცოცხალი კონტაქტი გაქვს მაყურებელთან-მეთქი. კინოგადაღებას განსხვავებული ხიბლი აქვს. პროფესია კი იგივეა, მაგრამ ხელწერაა სხვა. ორივე მომწონს, მთავარია, საინტერესო როლი და კარგი ატმოსფერო იყოს. დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პროფესიაში კოლექტივს.

გახმოვანებაში იმდენი წელია ვარ, რომ მართლა ჩემს ნაწილად იქცა, უმისოდ ვეღარ წარმომიდგენია ყოფა.

- მსახიობის ამოცანაა, პერსონაჟის ტყავი ზუსტად მოირგოს, რათა კარგად ითამაშოს. რეალურ ცხოვრებაში თუ გიწევთ თამაში?

- ცხოვრებაში თამაში არ მიყვარს, არც მოთამაშე ადამიანები. ზოგჯერ რაღაც სიტუაციებს კი ვერგებით, მაგრამ ცხოვრებაში თამაში ტყუილთან ასოცირდება და ამას ვერიდები. თუ არ მიყვარს ადამიანი, ვერაფრით ვეტყვი, მიყვარხარ-მეთქი. ხშირად წამიგია ამის გამო, მაგრამ მაინც გულწრფელობა ჯობია. ხანდახან ამის გამო მიწევს "საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს", იმიტომ, რომ რასაც ვფიქრობ, ის რომ ვთქვა, კონფლიქტი მოხდება.

სცენაზე პერსონაჟს ვითავისებ. ჩვენი პროფესიაც რა არის - დამაჯერებლად თქვა ტყუილი, მაგრამ ბავშვები, მაგალითად, სახლობანას რომ თამაშობენ, ისინი ხომ არ ტყუიან, ძალიან გულწრფელები არიან. იმდენად იჯერებენ, რომ ვიღაც დედაა, ვიღაც შვილი, მათი ყურება ერთი სიამოვნებაა. ამიტომაც არის მათი თამაში დამაჯერებელი, იმიტომ, რომ თვითონ სჯერათ. მეც ვცდილობ, რომ ის 2 საათი, ვისაც ვასახიერებ, მის ტყავში ვიგრძნო თავი, დავიჯერო, რომ მე ის ვარ.

- ადამიანს ასაკსა და გამოცდილებასთან ერთად შეხედულებები ეცვლებაო. თქვენს შემთხვევაში როგორაა?

 

- ცოტა ეჭვიანი ვარ, მარტივად არაფერს ვიჯერებ. ადრე უფრო მიმნდობი ვიყავი. ახლა რაღაცას განა იმიტომ არ ვიმჩნევ, რომ ყურსა და თვალს მიღმა გავატარებ, არამედ იმიტომ, რომ ვცდილობ, გული არ მეტკინოს. ახალგაზრდობაში ბევრი მეგობარი მყავდა, ახლა გაიცხრილა, ვიღაცას შეეშალა, ვიღაცამ გული გატკინა... ამის გამო დისტანციური გავხდი ადამიანებთან. ძალიან მინდა ცოტა უფრო გულგრილი ვიყო რაღაცების მიმართ, მაგრამ არ გამომდის, ძალიან ემოციური ვარ.

წაიკითხეთ სრულად