საუდის არაბეთის კანონით, "ალ ნასრის" ახალწვეულ კრიშტიანო რონალდოს ამ ქვეყანაში თავის მეგობარ გოგონა ჯორჯინა როდრიგესთან ერთად ცხოვრება არ შეუძლია.
მოგეხსენებათ, პორტუგალიელსა და არგენტინელ-ესპანელ მოდელს დიდი ხანია ურთიერთობა აქვთ, თუმცა ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან, საუდის არაბეთის კანონი კი ასე მამაკაცისა და ქალის თანაცხოვრებას კრძალავს.

მიუხედავად ამისა, კრიშტიანოს ჯორჯინასთან ერთად ყოფნაში ხელს არ შეუშლიან. ესპანურ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს EFE-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ ხელისუფლება ამ ფაქტზე "თვალს დახუჭავს".
წაიკითხეთ სრულად