სოფი ლორენის ქართველი სარძლო - კარ­ლო პონ­ტი-უმ­ცრო­სისა და მარიამ შარმანაშვილის სიყვარულის ისტორია - Marao

სოფი ლორენის ქართველი სარძლო - კარ­ლო პონ­ტი-უმ­ცრო­სისა და მარიამ შარმანაშვილის სიყვარულის ისტორია

2023-01-09 15:36:57+04:00


სოფი ლორენს ქართველი სარძლო ჰყავს. ამის თაობაზე ინფორმაცია "რუსთავი 2“-მა გაავრცელა. ლეგენდარული მსახიობის ვაჟი კარლო პონტი ზუმბას ფიტნესინსტრუქტორ მარიამ შარმანაშვილზეა შეყვარებული. წყვილის რომანი უკვე თითქმის 2 წელია გრძელდება, ყველაფერი კი სოციალურ ქსელში 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.

კარლო პონტი-უმცროსი საყვარელ ქალს საქართველოში ხშირად აკითხავს. როგორც გაირკვა, გასული წლის ბოლოს, 29 დეკემბერს, ნიაზ დიასამიძის კონცერტსაც დაესწრო თბილისში. ახალ წელს კი დიღმის მასივში შეხვდა.

წყვილი მედიასთან არ საუბრობს. მივა თუ არა ქორწილამდე მათი ურთიერთობა, უცნობია. მარიამს პირველი ქორწინებიდან მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავს.

წაიკითხეთ სრულად