საყვარელ ადამიანთან დაშორება მარტივი არასდროსაა. დაშორების მიზეზები სხვადასხვა შეიძლება იყოს, მათ შორის ისეთიც, რომ ყოფილ პარტნიორებს ერთმანეთის მიმართ შურისძიებისკენ უბიძგონ.
შაკირასა და პიკეს მაგალითით მთელმა მსოფლიომ ნახა დაშორების შემდეგ მომღერლის შურისძიება და ამ ყველაფრის მიმართ პიკეს ირონიული დამოკიდებულება. ცხადია, ყველას არ შეუძლია, საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ სათანადო რევანში აიღოს და შაკირას მსგავსად, სიმღერით გაასწოროს მიწასთან ყოფილი მეორე ნახევარი.
ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა ცნობილი ადამიანები განშორების შემდეგ სხვადასხვაგვარად გამოხატავენ ყოფილი ქმრისა თუ შეყვარებულის მიმართ ბრაზს.
ვნახოთ პოპულარული ადამიანების შურისძიება ყოფილებზე:
შაკირა და პიკე

შაკირამ ჟერარდ პიკესთან დაშორების შემდეგ მოღალატე პარტნიორს სიმღერა მიუძღვნა, რომელიც ამ კვირის მუსიკალურ ჩარტებში წამყვან პოზიციას იკავებს.
პიკეს, რომელსაც ახლა 23 წლის შეყვარებული ჰყავს, შაკირა სიმღერაში მიმართავს: "Ferrari Twingo-ში გაცვალე, Rolex-ი კი Casio-ში... მე ორ 22 წლის გოგოდ ვღირვარ". შემდეგ კი განაგრძობს - "სპორტულ დარბაზში დიდ დროს ატარებ, მაგრამ შენს ტვინსაც სჭირდება ცოტა გავარჯიშება“.
მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორთი

მაილი ქმარს, მსახიობ ლიამ ჰემსვორთს, 2020 წელს დაშორდა, თუმცა შაკირას მსგავსად, ამ კვირაში გამოუშვა ე.წ. დაშორების სიმღერა, რომელსაც “flowers” ჰქვია.
მაილის სიმღერის ტექსტი ასეთია: "თვითონაც შემიძლია ვიყიდო ყვავილები, შემიძლია საკუთარ თავს ჩავკიდო ხელი."
დასავლური ტაბლოიდების ცნობით, ლიამმა მაილის უღალატა და წყვილის დაშორების მიზეზი სწორედ ეს გახდა.
წაიკითხეთ სრულად