"ყველაზე მოულოდნელი მოგზაურობა ჩვენს ცხოვრებაში" - ქეთი ხატიაშვილისა და დავით კაჭარავას რომანტიკული მომენტები იტალიიდან - Marao

"ყველაზე მოულოდნელი მოგზაურობა ჩვენს ცხოვრებაში" - ქეთი ხატიაშვილისა და დავით კაჭარავას რომანტიკული მომენტები იტალიიდან

2023-01-29 11:36:53+04:00


ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს და ბავშვებსა თუ მოზრდილებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ სოციალურ ქსელში ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს. ქეთი საზოგადოებისთვის ცნობილი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვეობით გახდა და პროექტის მესამე სეზონში გამარჯვებაც მოიპოვა.

ქეთი ხატიაშვილი და მისი რჩეული, დავით კაჭარავა ერთად ხშირად ჩნდებიან და მოგზაურობის კადრებს გამომწერებს უზიარებენ, ამჯერად კი ახალი რომანტიკული კადრები იტალიიდან გამოაქვეყნეს: "ყველაზე მოულოდნელი მოგზაურობა ჩვენს ცხოვრებაში" - წერს ქეთი ხატიაშვილი.