ამერიკელმა მსახიობმა, ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარებულმა პამელა ანდერსონმა, გამოსცა მემუარები სახელად Love, Pamela. გარდა ამისა, პოპულარული სერიალის, "მაშველების" ვარსკვლავის ცხოვრების შესახებ "ნეტფლიქსმა" ორსაათიანი დოკუმენტური ფილმიც გადაიღო.
პამელა ანდერსონი როგორც ფილმით, ასევე წიგნის საშუალებით, მტკივნეული გამოცდილებებისა და სკანდალური ცხოვრების შესახებ გვიყვება.

ბავშვობა
პამელა ანდერსონი კანადაში დაიბადა და პატარა ქალაქში იზრდებოდა. როგორც თვითონ აღწერს, ქალაქში საკმაოდ იდილიური გარემო და ბუნება იყო, თუმცა მისი ახალგაზრდა მშობლების ხმამაღალი და ხშირად ძალადობრივი კონფლიქტი ამ სიმშვიდეს არღვევდა.
ანდერსონს ადრინდელ ინტერვიუებშიც უთქვამს, რომ მისი ალკოჰოლდამოკიდებული მამა ფიზიკურად ძალადობდა დედაზე.
სამწუხაროდ, თავად ანდერსონიც გახდა არაერთი ძალადობის მსხვერპლი. სანამ 18 წლის გახდებოდა, სხვადასხვა პერიოდში, მასზე სამჯერ იძალადეს სექსუალურად.
პამელა მემუარებში წერს, რომ 6-10 წლამდე მასზე სექსუალურად ძალადობდა ძიძა ქალი: "მაშინ ვერაფერს ვხვდებოდი. შემდეგ მემუქრებოდა, რომ ეს ამბები არავისთვის მომეყოლა."
მეორედ პამელაზე 12 წლის ასაკში იძალადა 25 წლის ნაცნობმა, რომელმაც ის გააუპატიურა. 14 წლის ასაკში კი მასზე ჯგუფურად იძალადა შეყვარებულმა და მისმა სამეგობრომ.

პირველი ნაბიჯები შოუბიზნესში
ანდერსონი 22 წლის იყო, როცა აღმოაჩინეს. ამ დროს, ის სოლარიუმში მუშაობდა. ფეხბურთის ერთ-ერთი მატჩის დროს გულშემატკივრებს შორის კამერამ პამელა დააფიქსირა. გოგონას კანადური ლუდის კომპანიის, LaBatt-ის მაისური ეცვა. ანდერსონს მალევე დაუკავშირდა კომპანია და სამსახური შესთავაზა. პამელა ჩნდებოდა მათ სარეკლამო ვიდეორგოლებსა და პოსტერებზე.
ამას მალევე მოჰყვა Playboy-ც. ვარსკვლავის ფოტო 14-ჯერ დაიბეჭდა ჟურნალის გარეკანზე, რაც რაოდენობრივად ყველა სხვა მოდელისას აჭარბებს. პამელა აღნიშნავს, რომ Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც მას სრული პატივისცემით ეპყრობოდა.
წაიკითხეთ სრულად