1. არაფერს ვნანობ. არასდროს მინანია. და არც მწამს, რომ სინანული რამე კარგს მომიტანს. სანამ ნანობ, გრცხვენია საკუთარი თავის. სანამ გრცხვენია, გალიაში ხარ გამომწყვდეული.
2. არასდროს ეძებო დამნაშავე. ისე უნდა იცხოვრო, რომ ტკივილი არავის მიაყენო. არასდრო განსაჯო სხვა და იყავი მაქსიმალურად თავისუფალი.
3. ადამიანი იმიტომ კი არ გვიყვარდება, რომ ჩვენს იდეალს ჰგავს, არამედ იმიტომ, რომ სხვა იდეალურებისგან განსხვავდება.
4. არც ისე ბევრი ახლო მეგობარი მყავს, რომლებსაც გულითადად ვესაუბრებოდო. ამიტომ, ზოგჯერ მარტოობაც საუკეთესო მოსაუბრეა.
5. როცა გარშემო მყოფებისთვის სიკეთეს აკეთებ ისე, უანგაროდ და მადლობას არ ელი, შენი საქციელი ბედის წიგნში იწერება და ბედისწერა იმ ბედნიერებას გიგზავნის, რომელზეც ოცნებობდი.