როცა არსებობს სიყვარული, ნდობა და პარტნიორებს შორის პატივისცემა – ორთა კავშირი შეიძლება მყარად ჩაითვალოს.
თუმცა სწორედ ურთიერთობის ინტიმური მხარე ხდის ორ ადამიანს შორის ჭეშმრიტად მრავალფეროვანსა და საოცარს.
ამიტომაც არ ღირს სექსუალური ცხოვრების უგულებელყოფა, პირიქით, უნდა ეცადოთ შეძლებისდაგვარად გაამრავალფეროვნოთ ის და დატვირთული გახადოთ. ამის მიღწევა არა მხოლოდ მუდმივი პარტნიორის ყოლით შეიძლება, არამედ ლიბიდოს ასამაღლებელი სპეციალური ვარჯიშებითაც.
ცნობილია, რომ ქალის სექსუალურ აქტივობაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს: ორსულობა, მშობიარობა, დაღლილობა, განცდები... გთავაზობთ 4 ვარჯიშს, რომელიც აგიმაღლებთ მგრძნობელობას და თქვენს ინტიმურ ცხოვრებას სრულყოფილს გახდის!
1. ხარიხა
ხარიხა ერთ-ერთ საუკეთესო ვარჯიშად ითვლება ლიბიდოს ასამაღლებლად. მისი სწორად შესრულების შემთხვევაში მუშავდება არა მხოლოდ ხერხემლის კუნთები, არამედ მხრებისაც და ქვედა მუცლისაც. სულ რაღაც რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ ამ ვარჯიშის შესასრულებლად, ხოლო შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს!{{ArticleSplitCont}}
2. ხიდი
თუ ხიდზე გადასვლა არ შეგიძლიათ, შეეცადეთ დაწოლილი აიწიოთ. ამ ვარჯიშის შესრულების შემდეგ საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ!{{ArticleSplitCont}}
3. ჩაჯდომები
რამდენადაც მარტივია ეს ვარჯიში, იმდენად ეფექტურია. ყოველი ჩაჯდომისას შეეცადეთ, რომ მჭიდროდ შეკუმშოთ დუნდულების კუნთები. გააკეთეთ ყოველდღე 50 ჩაჯდომა და სულ მალე იგრძნობთ ცვლილებას თქვენს სექსუალურ ცხოვრებაში. გარდა ამისა, წონასთან ბრძოლაშიც დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა, თუ ამის პრობლემა გაქვთ.{{ArticleSplitCont}}
4. კეგელის ვარჯიში
კეგელის ვარჯიშის არსი იმაში მდგომარეობას, რომ ქვედა მუცლის კუნთები იჭიმება, ამას კი თავის მხრივ ტონუსში მოყავს შინაგანი ორგანოები (საშვილოსნო, სასარდე ბუშტი და სწორი ნაწლავი). შეასრულეთ ყოველდღიურად რამენიმეჯერ ეს ვარჯიში და მალე საწოლში ბადალი არ გეყოლებათ. ეს ვარჯიში იდეალურია იმითაც, რომ მისი გაკეთება შეგიძლიათ, როგორც მჯდომარეს, ასევე მწოლიარეს და მდგომარესაც, შესაბამისად მისი შესრულება შეგიძლიათ როგორც შინ, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილასაც – შენს ინტიმურ ვარჯიშს ვერავინ შეამჩნევს!
ეს მარტივი ვარჯიშები დღეში მხოლოდ 10-12 წუთს წაგართმევთ, სამაგიეროდ, მათი რეგულარულად შესრულებით გაამრავალფეროვნებთ თქვენს სექსუალურ ცხოვრებას.