SEX...

მამაკაცების 10 ტიპი, რომლებიც გაგიჟებით გვიყვარდება

მამაკაცების 10 ტიპი, რომლებიც გაგიჟებით გვიყვარდება
როცა გიყვარს, მასზე უკეთესი გარშემო არავინაა. გადაიყვარებ და გიკვირს, ეს რამ შეგაყვარა. ასეთი შეყვარებულობა ყველა ქალს გამოუცდია. ჩვენ 10 ყველაზე პოპულარული ტიპაჟი შევარჩიეთ, რომლებიც გაგიჟებით გვიყვარდება.
კლასელი-ხულიგანი

აუღებელი ციხესიმაგრე, მოურჯულებელი, მაგრამ საოცრად ნიჭიერი. ისეთ ხულიგნობებს იგონებს, მასწავლებლებს თმა უთეთრდებათ, კლასელები შოკში არიან, დირექტორი მის გარიცხვას ფიქრობს.

დაქალის ძმა

მუდამ თქვენ გვერდითაა, იცის ყველა თქვენი საიდუმლო და საჭირო მომენტში გიცავთ კიდეც.

მასწავლებელი

მის გაკვეთილებს არ აცდენთ, პირველ მერხზე ზიხართ, თვალებში უყურებთ და მის საგანს სხვებზე უკეთესად
სწავლობთ.

სასტუმროს ანიმატორი

დაქალებთან ერთად დასასვენებლად გაემგზავრეთ და სასტუმროს ანიმატორი შეგიყვარდათ, რომელიც მუდამ თქვენ გამხიარულებას ცდილობს, ადვილად პოულობს საერთო ენას ყველა ასაკის ადამიანთან და მუდამ ბავშვებითაა გარშემორტყმული.

მაშველი

ისევ კურორტი და ამჯერად - მაშველი, დაკუნთულსხეულიანი, შოკოლადისფერი ნამზეურით. მამაკაცი, რომელზეც ოცნებობთ, რომ გადაგარჩენთ და იმ მომენტიდან რომანი, თუნდაც საკურორტო, თუნდაც ერთდღიანი, დაგეწყებათ.

ლამაზუნა

მუდამ ქალებთან ერთადაა, ყველა ეტრფის და ისიც ყველას უღიმის. თავდაჯერებული მაჩოა, რომელმაც იცის საკუთარი თავის ფასი და ქალებს კი ადვილად აკარგვინებს თავს.

ხელოსანი

მანქანის, ონკანის, არა აქვს მნიშვნელობა... მთავარია, რომ მამაკაცურია, მუდამ მზადაა თქვენ დასახმარებლად (ფული არ ითვლება). თუმცა სასაუბრო თემა არ გაქვთ და არც მისი ალკოჰოლისადმი სიყვარული გხიბლავთ.

მეგობარი "ფეისბუკიდან"

იუმორისტული კომენტარები, მილიონი ლაიქი და მიმოწერა ღამღამობით.

ცოლიანი

თავს გაცოდებთ, როგორ არ გაუმართლა ცოლის გვერდით, როგორ იტანჯება მის გამო. ოცნებობს თქვენთან ყოფნაზე, მაგრამ პასუხისმგებლობის, კრედიტების, ბავშვების გამო იძულებულია, ისევ თავის ოჯახში დარჩეს.

მეგობარი-გეი

მას ისე ესმის თქვენი, როგორც თქვენ მისი. ერთმანეთის წარმატებისა და უიღბლობის გამზიარებლები ხართ. ყველა დეტალს (მოდა, მამაკაცები, კალორიები) განიხილავთ, ერთად უყურებთ რომანტიკულ ფილმებს და ერთად... ტირით.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93