SEX...

მამაკაცებო, დაიმახსოვრეთ! მთავარი ეროგენული ზონა მდებარეობს აქ!

მამაკაცებო, დაიმახსოვრეთ! მთავარი ეროგენული ზონა მდებარეობს აქ!
ნიდერლანდელი მეცნიერები იტყობინებიან, რომ ვნებიანი კოცნის დროს ჩვენ ერთმანეთს 80 მლნ ბაქტერიას გადავცემთ. მიუხედავად ამისა, მეტი შანსი გვაქვს, ხელისჩამორთმევით გადაგვედოს გრიპი, ან სხვა ვირუსი, ვიდრე კოცნით.
მეტიც, ამ ბაქტერიების უმეტესობა სასარგებლოა... რომანტიკისთვის.

ჩვენი ტუჩები – ჩვენი მთავარი ეროგენული ზონაა.


ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანის ტუჩები გადმობრუნებულია და მასზე უამრავი მგრძნობიარე ნერვული დაბოლოება მდებარეობს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ტვინთან. როგორც კი ვინმე მას ოდნავადაც შეეხება, ტვინში დადებითი ინფორმაციის მთელი კასკადი მიედინება.

კოცნა ააქტიურებს ტვინის უდიდეს ნაწილს, რომელიც სენსორული ინფორმაციის
გადამუშავებაზეა პასუხისმგებელი. ასევე კოცნა ტვინს აიძულებს გამოყოს უამრავი ნეირომედიატორი, რომელიც მოქმედებს იმაზე, როგორ ვიფიქროთ და რა ვიგრძნოთ.

კოცნის კოდი


თუკი ორ ადამიანს შორის არსებობს რეალური "ქიმია", კოცნამ შესაძლოა, მისცეს საფუძველი ახალი რომანის დასაწყისს. ორი ადამიანის ვნებიანი კოცნის დროს ჩვენ საკუთარ ქვეცნობიერში ვინახავთ მნიშვნელოვან ინფორმაციას. სწორედ ეს ინფორმაცია განსაზღვრავს შემდგომში მოგვეწონება თუ არა ესა თუ ის ადამიანი. და თუნდაც ამას ვერ ვაცნობიერებდეთ, კოცნა – საუკეთესო მეთოდია გაიცნო ადამიანი უფრო ახლოს.

ოლბანის უნივერსიტეტის ევოლუციურმა ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ მამაკაცების 59 % და ქალების 66 %-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუწყვეტიათ ურთიერთობა მხოლოდ იმის გამო, რომ არ მოეწონათ პარტნიორის კოცნა.

შვეიცარიელმა ბიოლოგმა კლაუს ვედეკინდმა აღმოაჩინა, რომ ქალები მამაკაცებს სუნის მიხედვით ირჩევენ. სუნი მათ ორგანიზმს პარტნიორის გენეტიკური კოდის შესახებ აწვდის ინფორმაციას. ამის საფუძველზე ქალის ქვეცნობიერი წყვეტს, შეეფერება თუ არა მას პოტენციური პარტნიორის იმუნური სისტემა. ამ სუნის გადაცემის საუკეთესო მეთოდი კი – კოცნაა.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ წყვილს, რომელსაც მაქსიმალურად განსხვავებული გენეტიკური კოდი აქვს, მეტი შანსი აქვს ჰყავდეს ძლიერი იმუნური სისტემის მქონე შთამომავლობა. 

ვნების ბუნება

ვნებიანი კოცნა ორივე პარტნიორის ტვინს აიძულებს გაასმაგებულად გამოყოს დოპამინი – წყურვილისა და სურვილის ჰორმონი.

გარდა ამისა, კოცნის დროს გამოიყოფა ოქსიტოცინი, ცნობილი, როგორც "სიყვარულის ჰორმონი". ის აძლიერებს ჩვენში სიახლოვისა და ადამიანზე მიჯაჭვულობის გრძნობას.

პლუს, ტვინი გაძლიერებულად გამოყოფს ადრენალინს – ის ახშირებს გულისცემას. შედეგად ჩვენ უფრო ინტენსიურად ვოფლიანდებით, ვიდრე სხვა დროს. შედეგად გამოვყოფთ სპრედ იმ სუნს, რომლითაც პარტნიორი გვირჩევს.

ამასთან სისხლში მკვეთრად დაბლა იწევს სტრესის ჰორმონი, რომელსაც კორტიზოლი ჰქვია. ჩვენ ვმშვიდდებით.
დაბოლოს, როგორც მიხვდით, მთელი ეს საუბარი იქამდე მიგვყავდა, რომ გვეთქვა, ნუ უგულებელყოფთ კოცნას. ის – საუკეთესო მეთოდია დაიწყოთ ახალი, რომანტიკული ურთიერთობა, ის –საუკეთესო მეთოდია, შეინარჩუნოთ ეს ურთიერთობა.

ჰო, მართლა, ლოყაზე კოცნაც ითვლება!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93