როგორ მოვაგვაროთ ურთიერთობები სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებთან? ასტროლოგი ტიტი ვიდალი გაერკვა ამ საკითხში და პოსტში მის რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ.
ვერძი
ქალი
მას უყვარს ინიციატივის თავის თავზე აღება და სიამოვნებს, როცა ლოგინში უფლებას აძლევენ, საკუთარი წესებით იმოქმედოს. ქალი-ვერძები მგზნებარენი არიან, თუმცა მათ არ სურთ, მამაკაცმა რომანტიკა დაივიწყოს. ისინი დამოუკიდებლები და რომანტიკულები არიან, შეუძლიათ სიყვარული და მამაკაცის მონუსხვის ხელოვნებას კარგად ფლობენ. ხშირად იყენებენ ეროტიკულ ატრიბუტიკას და სექსის დროს როლური თამაშები უყვართ.
უბრალოდ, მიეცით მას საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება!
მამაკაცი
ვერძი მამაკაცები სულსწრაფი საყვარლები არიან, რომლებიც სასიყვარულო პრელუდიას თითქმის ყოველთვის გამოტოვებენ. თუმცა, ურთიერთობებში ერთგულება ახასიათებთ.
უყვართ, როდესაც მათი გრძნობებით თამაშობენ, ჭკუიდან გადაჰყავთ. ვერძის მონუსხვა შეუძლია მხოლოდ ისეთ ქალს, რომელსაც არ ეშინია ექსპერიმენტების, ახალი პოზებისა და მზადაა გიჟური საქციელების ჩასადენად.
კურო
ქალი
ქალი კუროები რომანტიკულები, მგრძნობიარენი და მზრუნველები გახლავთ. სექსში უყვართ აუჩქარებლობა, ტაქტი, გრძნობების გამოხატვა. აღმერთებენ, როდესაც მთელ სხეულს უკოცნიან, ასევე - მასაჟი და არომატული ზეთები. მთავარი ეროგენული ზონა - კისერია. პრელუდია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის.
მამაკაცი
მამაკაც კუროებსაც კარგად ეხერხებათ პრელუდიები. პარტნიორებს ყველაზე მოულოდნელ ადგილებში კოცნიან. მისი მოჯადოება ტაილანდური მასაჟით არის შესაძლებელი. საპასუხოდ კი, უამრავ ეროტიკულ კომპლიმენტს და ნამდვილ სიყვარულს მიიღებთ.
ტყუპი
ქალი
სიტყვები - აი, რა აღაგზნებს ქალ ტყუპს. გაუგზავნეთ სასიყვარულო ტკბილი გზავნილი დღის განმავლობაში, საღამოს კი თავბრუდამხვევი სექსი გელოდებათ.
ტყუპები სავსენი არიან ენერგიითა და გულახდილი ფანტაზიით. არ შეგეშინდეთ, თუ მან სექსით დაკავება სააბაზანოში დილით ან წვეულებისას ტუალეტში მოინდომა და ნუ გაგიკვირდებათ, თუ მის ჩანთაში ეროტიკული აქსესუარი აღმოჩნდება ამ დროს.
ტყუპებს უყვართ საუბრები სექსის შემდეგ, ნუ მოაკლებთ მათ ამ სიამოვნებას!
მამაკაცი
ამ მამაკაცს ძალზე უყვარს საუბრები და ფიქრები სექსზე. მასთან ურთიერთობის დათბობა კომპლიმენტების მეშვეობით არის შესაძლებელი. ასევე, უბრალო მონაყოლით, თუ რას იზამდით მასთან ერთად ლოგინში, საშუალება რომ გქონდეთ.
როგორც ქალს, ასევე მამაკაც ტყუპებს მოსწონთ სექს-სათამაშოები. მზად იყავით ამისთვის!
კირჩხიბი
ქალი
ის რომანტიკულია, შეუძლია თავი მოიკატუნოს, თითქოს სძინავს. საკმარისია შეეხოთ, უმალვე მზად იქნება გააგრძელოს სასიყვარულო თამაშები.
კირჩხიბებს უყვართ პრელუდია და ტკბილი სიტყვები. აქტი აუჩქარებლად დაიწყეთ. უპირატესობას კომფორტულ, მოსახერხებელ პოზებს ანიჭებენ. ასე რომ, ექსპერიმენტებს შეეშვით.
მამაკაცი
მამაკაცი კირჩხიბები მონუსხვის ჯადოქრები არიან. მათ იციან, თუ როდის და როგორი რომანტიკული მუსიკა ჩართონ. ისინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ პრელუდიებს. მოეფერეთ ზურგზე, ფეხებსა და კისერზე. თითის ბალიშების მასაჟმა კი შესაძლოა ორგაზმამდეც მიიყვანოს კირჩხიბი მამაკაცი.
ლომი
ქალი
ლომებს ყველაზე მეტად საკუთარი სილამაზე და სექსუალურობა აინტერესებთ. ქალებს უყვართ ხანგრძლივი კოცნა, მოფერება და დრამა და მბრძანებელი მამაკაცები. მათთვის მამაკაცის საზოგადოებრივ სტატუსს დიდი მნიშვნელობა აქვს.
მამაკაცი
ლომებს პრელუდია და უამრავი ორგაზმი უყვართ. ასე რომ, არასოდეს უთხრათ უარი აღგზნებულ ლომს. კმაყოფილი ლომი თქვენც უამრავ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
არ არის აუცილებელი განსაკუთრებული ხერხებით მათი მოხიბვლა.
ქალწული
ქალი
თუ გსურთ, რომ ქალმა ქალწულმა სექსით სიამოვნება მიიღოს, ნუ იჩქარებთ. ის ბოლომდე გაიხსნება, თუ თავს დაცულად იგრძნობს. მიეცით დრო, რომ მოეხსნას კომპლექსები.
მამაკაცი
თუ ამ ნიშნით დაბადებულმა მამაკაცმა თქვენი ყურადღება მიიქცია, მოეშვით: თქვენგან არაფერია საჭირო. ის თავადვე აიღებს ინიციატივას საკუთარ თავზე და ყველაფერს გააკეთებს, თავი კომფორტულად რომ იგრძნოთ. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი უბადლო საყვარლები არიან მამაკაცი-ქალწულები!
სასწორი
ქალი
ქალი-სასწორები რომანტიკულები და მომხიბვლელები არიან. მათთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ უყვართ და არა გასართობად სჭირდებათ. თუ თქვენგან სითბოს იგრძნობენ, პასუხად ასმაგ სიამოვნებას მიიღებთ.
მამაკაცი
მამაკაცი-სასწორების გულის მოსაგებად არ დაიშუროთ კომპლიმენტები, შექება, მხარდაჭერა და შეუქმენით რომანტიკული ატმოსფერო.
სასწორისთვის მნიშვნელოვანია გარეგნული ესთეტიკა, სისუფთავე და არომატები.
მორიელი
ქალი
ქალ მორიელს უყვარს სწრაფი და ინტენსიური სექსი, განსაკუთრებით მაშინ, თუ თვლის, რომ შეუყვარდა. ისინი თამამი ურთიერთობების მომხრეები არიან, ხშირად კამათობენ და უყვართ დომინირება. მათ სჭირდებათ თავისი მსგავსი ძლიერი მამაკაცი. მათთან ურთიერთობას ყოველთვის ახლავს თავგადასავლები და დრამა.
მამაკაცი
მამაკაც-მორიელს აღაფრთოვანებთ, თუ თქვენი ეროგენული ზონების შესწავლის უფლებას მისცემთ და თუ თავად გამოხატავთ ინტერესს...
მისთვის მთავარია, თქვენს საიდუმლოებებს ჩასწვდეს. მიეცით ამის საშუალება.
მშვილდოსანი
ქალი
გააფრთხილეთ, თუ რის გაკეთებას აპირებთ, უთხარით, რას გრძნობთ. გაითვალისწინეთ, მშვილდოსნებს ავანტიურული ხასიათი აქვთ, უყვართ ეგზოტიკურ ადგილებში სექსით დაკავება, ასევე, სექსის დროს საკუთარ ფანტაზიებზე საუბარი. ნუ დაივიწყებთ რომანტიკასაც.
მამაკაცი
მამაკაც-მშვილდოსნებს მოსწონთ სექსზე მსჯელობა, თვლიან, რომ საქმის დიდი მცოდნეები არიან. ეს მართლაც ასეა! მიენდეთ მათ და ყველაზე თამამ ფანტაზიებს რეალობად აქცევთ! არ დაიშუროთ აღმაგზნებელი სიტყვები!
თხის რქა
ქალი
ქალი-თხის რქები მორცხვები და სერიოზულები არიან, ამასთან, მგრძნობიარენი და სექსუალურები. მთავარი პრობლემა ის არის, რომ მომთხოვნები არიან.
პარტნიორების შერჩევაში - ძალზე ფრთხილები. მათი გულის მოსაგებად დიდი ძალისხმევაა საჭირო. დაუმტკიცეთ, რომ თქვენ ღირსეული ხართ, დაანახეთ სითბო და გრძნობები.
მამაკაცი
სერიოზული, პასუხისმგებლიანი და უკომპრომისო თხის რქის გულის მოგება არცთუ ისე ადვილია. ის კარგად უნდა იცნობდეს პარტნიორ ქალს. გამოავლინეთ სითბო და რომანტიკულობა!
მერწყული
ქალი
ქალი-მერწყული გახსნილი გონებით გამოირჩევა და კარგად იცის, თუ როგორ მიიღოს სიამოვნება პარტნიორისგან გამოვლენილი სექსუალური შემოქმედებით. თამამ მერწყულებს უყვართ მძაფრი სექსი ცხელი პრელუდიის შემდეგ, მერე კი - თბილი საუბრები.
მამაკაცი
მამაკაც-მერწყულებს უყვართ ახალი სექს-სათამაშოების, პოზებისა და ადგილების გამოცდა და ექსპერიმენტები, შთაგონების წყაროს ეროტიკულ და პორნოფილმებში ძიება. თვლიან, რომ სექსს შემოქმედებითად უნდა მიუდგე.
თევზები
ქალი
ქალი-თევზები რომანტიკულები და მგრძნობიარენი არიან. ბედნიერებისთვის სიყვარული მათთვის აუცილებელია. აღმერთებენ კოცნებს, მასაჟსა და ქაფიან აბაზანებს. თევზების ეროგენული ზონა - ფეხებია.
უყვართ სექსი ლამაზ ადგილებში, მაგალითად, სასტუმროს ფეშენებელურ ნომერსა და ზღვის სანაპიროზე.
მამაკაცი
მათ ეხერხებათ ლამაზი სიტყვები და სექსისთვის იდეალური გარემოს შექმნა. უყვართ ექსპერიმენტები, თუმცა ფრთხილად მოქმედებენ, პარტნიორს დისკომფორტი რომ არ შეექმნას. თევზების მოსანუსხად საჭიროა რომანტიკული ატმოსფეროს შექმნა, ფონად კი - სასიამოვნო მუსიკა. მათ უყვართ, როცა სიხარულს ანიჭებენ.