რაც უფრო ხშირად გაქვს სეხსი, მით უფრო არის შანსი, სწრაფად დაორსულდე? სამწუხაროდ, ეს მოსაზრება დიდი ხანია, მოძველდა.
ინდიანას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ თემაზე ახალი მოსაზრების ტალღა ააგორეს - დაამტკიცეს, რომ მენსტრუალური ციკლი დაორსულების შანსებს ზრდის. ისინი ირწმუნებიან, რომ დაორსულება ხანდახან "უნაყოფო" პერიოდშიც კი არის შესაძლებელი. ამ თემას დოქტორ ტირნი ლორენცისგან ასეთი რეაქცია მოყვა"
"ეს მოსაზრება საფუძველს მოკლებული არ არის. სპერმა და კვერცხუჯრედი ეჯახება დედობრივი იმუნური სისტემისგან უარყოფის რისკს, რადგან ისინი მისთვის უცხო ორგანიზმებს წარმოადგენენ. ევოლუციის თვალსაზრისით, უმჯობესია ამ საქმით მაშინ დაკავდეთ, როდესაც ორგანიზმი ნაკლებად არის მზად ორსულობისთვის."
წინა გამოკვლევებმა ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები გამოავლინა ქალის იმუნური სისტემების ცვლილებაზე მენსტრუაციის დროს. ლორენცი ვარაუდობს, ეს იმის გამო მოხდა, რომ გამომკითხველებს არ ეკითხებოდნენ სექსუალური აქტიურობის შესახებ.
"განსაზღვრულ ცვლილებეს უნდა ელოდოთ ქალისგა, რომელიც აქტიურად არის დაკავებული სექსით" - წერს იგი.
დოქტორ ლორენცმა ტესტირება ჩაატარა ქალთა ორ ჯგუფში, მათგან ნახევარი - სექსით აქტიურად იყო დაკავებული მენსტრუალური ციკლის დროს.
მისი სიტყვებით, Т-ჰელფერების უჯრედების ნარევი ლუთეინის ფრაზის დროს, ოვულაციის შემდეგ შეიცვალა. Т-ჰელფერები ააქტიურებენ იმუნურ სისტემას უცხო სხეულების განადგურებაზე.
ამიტომ, თუ მენსტრუაციის დროს სექსით დაკავდებით, ეს ზრდის დაორსულების შანსს, რადგან ქალის იმუნური სისტემა მამაკაცის სპერმას მიიღებს.
სექსუალურად აქტიურ ქალების სისხლში ანტისხეულების IგG მაჩვენებელი უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე არააქტიურებისა.
ლორენცი დარწმუნებულია, რომ იცის მიზეზები, თუ რატომ იზრდება ანტისხეულების IგG კონცენტრაცია აქტიურობასთან ერთად. "ვფიქრობ, ჩვენ ვმუშაობთ იმუნური გადანაწილების მაგალითთან. ანუ, როდესაც იმუნური სისტემა ანტისხეულებს ორგანიზმის ერთ ნაწილში უშვებს, როდესაც სხვა ნაწილებში კონცენტრაცია ეცემა"
უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ნერწყვში ანტისხეულების ზრდა იწვევს მათ კლებას ვაგინალურ სფეროში - განაყოფიერების პროცესი კი მარტივდება.
"ჩვენ ვხედავთ, თჲ როგორ რეაგირებს იმუნური სისტემა ცოლიალურ ქმედებაზე: სექსუალურ აქტივობაზე. სექსუალურად აქტიური ქალის იმუნური სისტემა მზად არის წარმატებული ორსულობისთვის", - ასკვნის ლორენცი.
დასკვნა ერთია: რაც უფრო ხშირად - მით უკეთესი. თუ გსურთ კონკრეტული მამაკაცისგან დაორსულება, თქვენი სხეულები ერთმანეთს უნდა მიეჩვიოს.