რაც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ სიყვარული ბრმაა, ძალზე ხშირად დგება ბევრი წყვილი იმ უბრალო და ტრივიალური პრობლემის წინაშე, რომელსაც სექსუალური შეუთავსებლობა ჰქვია. ასტროლოგიურად არსებობს ზოდიაქოს ნიშნებს შორის ე.წ. "სექსუალურად შეუთავსებელ წყვილთა" ნუსხა, რომლის მიხედვითაც ჩამოთვლილი ნიშნის წარმომადგენლებს შორის ყველაზე ხშირად იჩენს თავს გაუგებრობა ფიზიკური სიახლოვის კუთხით.
მერწყული – თევზები
მერწყულების უმრავლესობა ბუნებით ექსპერიმენტატორი და ახალ-ახალი, უჩვეულო შეგრძნებების მოყვარულია. თუმცა, მიუხედავად თავისი ვიზუალური მომხიბვლელობისა, როგორც ქალი ისე მამაკაცი მერწყული სექსში საკმაოდ არაპროგნოზირებადი და ჭირვეული პარტნიორი შეიძლება იყოს. ამიტომ მათი გამუდმებული სწრაფვა სიახლისა და ცვლილებებისკენ, ემოციურ და მგრძნობიარე თევზს შინაგან დისკომფორტს უქმნის. თევზები ბუნებით რომანტიკოსები და სათუთები არიან, მათთვის აუცილებელია პარტნიორთან ემოციური გახსნილობა და შეჩვევა. რის საშუალებასაც, როგორც წესი, მერწყული მათ ნაკლებად აძლევს. ამიტომ ამ ორის ინტიმურ სიახლოვეს ხშირ შემთხვევაში კრახი ემუქრება.
ვერძი – კურო
ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ხალხი ჯიუტი, პრინციპული და ლიდერული ხასიათით გამოირჩევა. მას მოსწონს იდუმალებით მოცული და ძნელად მოსახელთებელი პარტნიორი, რომელთანაც დროდადრო "კვამლის გამოშვების" საშუალებაც მიეცემა რაც, რაღა თქმა უნდა, ვნებიანი სასიყვარულო ღამით უნდა დასრულდეს. სტაბილურობის მოყვარულ, დინჯ კუროს კი ნაკლებად მოეწონება ვერძის ამგვარი ექსპერიმენტები. კურო მიწის ნიშანია, მისთვის დრო და კომფორტული ატმოსფეროა საჭირო, რომ პარტნიორთან ბოლომდე გაიხსნას. ვერძს კი როგორც წესი, მოკლევადიანი და მხურვალე რომანები ურჩევნია კუროსთვის მისაღებ ხანგრძლივ, სტაბილურ კავშირს. ამიტომ ამ წყვილში ღალატის კოეფიციენტი ძალზე მაღალია და მას ყოველთვის ვერძი იღებს საკუთარ თავზე.