სექსზე ზოგი შიშის, უხერხულობის ან სხვა მიზეზის გამო ამბობს უარს. რა საფრთხის ქვეშ ხართ, თუ სექსზე უარს ამბობთ. არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება, თუ ფიქრობთ, რომ მათთვის ამის ცოდნა აქტუალურია.
1. ვაგინალური სიმშრალე
რაც უფრო ხშირად აქვს ქალს სექსი, მით მეტ სიამოვნებას განიცდის. იშვიათი სექსის დროს კი ვაგინა არასაკმარის სითხეს გამოჰყოფს და სექსუალური აქტი მტკივნეული ხდება.
2. იმუნიტეტის დასუსტება
როგორც გაირკვა, სექსი ეხმარება ორგანიზმს ანტისხეულების გამოყოფაში. ასე რომ, რაც უფრო ხშირად გექნებათ სექსი, მით ნაკლებად დაავადდებით ვირუსული ინფექციებით.
3. საშარდე ბუშტის "ნევროზულობა"
სექსი ვაგინალურ კუნთებს ამკვრივებს. ეს კი მნიშვნელოვანია საშარდე ბუშტის სიჯანსაღისთვის. ასე, რომ თუ საკუთარ თავს შარდის შეუკავებლობა შეამჩნიეთ, გაახშირეთ სექსი და ჩაეწერეთ ექიმთან კონსულტაციაზე.
4. ფლუსტრაცია და საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა
თუ საკმარისი სექსი არ გაქვთ, ცუდი განწყობა და ფლუსტრაცია გარანტირებული გექნებათ. სექსის უქონლობა დეპრესიის მთავარი სიმპტომია. თუ სიტუაციის გამწვავება არ გსურთ, სპეციალისტს მიმართეთ, ექიმს, რა თქმა უნდა!
5. წნევის მომატება
ჰიპერტონიის ერთ-ერთი მიზეზი სექსის უკმარისობაა. თუ საკუთარ თავს მსგავს სიმპტომს ამჩნევთ, დასკვნა თავად უნდა გამოიტანოთ.
6. სტრესის მატება
კვლევით დამტკიცდა, რომ ადამიანები სტრესულ სიტუაციას გაცილებით ადვილად უმკლავდებიან, თუ საკმარისი სექსი აქვთ. ხოლო, თუ სექსის არ ან ვერ გექნებათ, ფიზიკურად გააქტიურდით, ივარჯიშეთ.
7. გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების მატება
სექსი აუმჯობესებს გულის მუშაობას, რიტმს, არეგულირებს ტესტოსტერონისა და ესტროგენის დონეს. ეს ქალური და მამაკაცური ჰორმონები მნიშვნელოვან როლს თამაშობს გულის სიჯანსაღესა და ორგანიზმში მიმდინარე პროცესებში.
კვლევამ დაადგინა, რომ კვირაში სექსი არანაკლებ 2-ჯერ უნდა გქონდეთ, თუ გსურთ, რომ გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებები აიცილოთ.
8. უძილობა
სექსის შემდეგ ორგანიზმში გამოიყოფა პროლაკტინი - ნივთიერება, რომელიც აუცილებელია დასვენებისა და რელაქსაციისთვის. თუ სექსზე უარს ამბობთ, უძილობა გარანტირებული გექნებათ.
9. მეხსიერების დაქვეითება
სექსი ტვინის უჯრედებს განახლებაში ეხმარება. თუმცა სექსი შეგიძლიათ ფიზიკური ატიურობითა და ვარჯიშით ჩაანაცვლოთ.
10. საშარდე სისტემის ჯანმრთელობა
დაბოლოს, ერთი კარგი სიახლე შემოგინახეთ. თუ სექსი არ გაქვთ, დაცული ხართ საშარდე სისტემის დაავადებისგან, რასაც ბაქტერიების აქტიურობა იწვევს.