ზოდიაქოს ნიშნებს ერთმანეთისგან არამხოლოდ ხასიათი, სექსუალური მოთხოვნილებები და ტემპერამენტიც განასხვავებს. თუმცა კონკრეტული წყვილის ინტიმურ თავსებადობაზე მხოლოდ და მხოლოდ მათი პირადი რუკების დეტალური განხილვით შეიძლება "დიაგნოზის" დასმა.
შესაბამისად, ნურც ქვემოდ მოყვანილ სტატიას მიიღებთ აქსიომად... უბრალოდ გადახედეთ და გაითვალისწინეთ ასტროლოგთა მოსაზრებები:
ვერძი – მორიელი
ვერძი მარსით მართული ზოდიაქოს ნიშანია, ისევე როგორც მორიელი (მისთვის მარსი თანამმართველ პლანეტად ითვლება). ამიტომ ამ ორს ხასიათსა და ტემპერამენტში ბევრი საერთო აქვს. ორივე მათგანი აგრესიული, ძლიერი და ფიზიკურად აქტიური პარტნიორისკენ მიილტვის. მორიელი ადვილად იხიბლება ვერძის ცეცხლოვანი ტემპერამენტით და გამოკვეთილი სექსუალურობით. ვერძს კი თავის მხრივ მორიელის სიხისტე და იდუმალება ახვევს თავბრუს. ერთიც და მეორეც გამოირჩევა დიდი ფიზიკური აქტივობით და ენერგიის მარაგით, რასაც თან ერთვის სექსში სხვადასხვა სახის ექსპერიმენტების სიყვარული, რაც ვერძს და მორიელს ერთმანეთისთვის შეუცვლელ პარტნიორებად აქცევს ამ კუთხით.
კურო – სასწორი
კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები, სექსუალურ მადას ნამდვილად არ უჩივიან. თუმცა კურო სექსუალური კუთხით მხოლოდ კომფორტულ და სტაბილურ პარტნიორთან იხსნება ბოლომდე. სასწორი მისთვის იდეალური წყვილია იმ მხრივ რომ, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები დიპლომატიის გრძნობითა და კომპრომისის ხელოვნებით გამოირჩევიან. სასწორის რბილი, მოსიყვარულე ბუნება ადვილად ხსნის კუროს გულისკენ მიმავალ ცხრაკლიტულ კარს, რაც საბოლოო ჯამში საუკეთესო სექსუალური თავსებადობის საწინდარი ხდება. გარდა ამისა, სასწორიც და კუროც პლანეტა ვენერას გავლენის ქვეშ მყოფ ნიშანებს განეკუთვნებიან. რის ხარჯზეც ორივე მათგანი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პარტნიორის ვიზუალურ-ჰიგიენურ მონაცემებს. შესაბამისად, ამ ორს ერთმანეთთან ეს ფაქტორიც დააკავშირებს. კურო ყოველთვის აღფრთოვანდება სასწორის სილამაზით, სასწორი კი თავის მხრივ მისცემს კუროს იმ ემოციურ სითბოს, რაც ამ უკანასკნელის სექსუალური პოტენციალის ბოლომდე გამოსავლენადაა საჭირო. განაგრძეთ კითხვა