პრეზერვატივების ცნობილმა მწარმოებელმა Durex-მა გამოაქვეყნა კვლევების შედეგები იმის შესახებ, თუ რა ასაკში იწყებენ სხვადასხვა ქვეყანაში სქესობრივ ცხოვრებას.
მეცნიერებმა 44 ქვეყნის მონაცემები შეაგროვეს და თითოეულში ქალწულობის დაკარგვის საშუალო ასაკი წარადგინეს.
ბოლო ადგილზე მალაიზიაა, სადაც საშუალო ასაკმა 23 წელი შეადგინა. შესაძლოა, ეს მუსულმანური ქვეყნის კონსერვატიზმს უკავშირდებოდეს.
ყველაზე რისკიანიები ცივი ისლანდიის მცხოვრებლები აღმოჩნდნენ - საშუალოისლანდიელი სქესობრივ კავშირს 15,6 წლის ასაკში ამყარებს.
მეტიც, პირველი ხუთეული მთლიანად სკანდინავიელებს ერგო - ან მოკლე დღეების ბრალია, ან უბრალოდ სხვა საქმე არ აქვთ.
დანიელები ქალიშვილობას 15,1 წლის ასაკში კარგავენ, შვედები - 16,2, ნორვეგიელები და ფინელები - 16,5 წლის ასაკში.
საინტერესოა, მაგრამ სტერეოტიპების მიუხედავად, ”ცხელმა” იტალიელებმა და ფრანგებმა არისტოკრატ ინგლისელებს დაუთმეს (18,9 და 18,5 ბრიტანელების 18,3-ის წინააღმდეგ).
რუსები ამ საკითხში ფრანგებზე ოდნავ უკან არიან (18,5) და იტალიასა და ტაივანზე ცოტა წინ (18,9).
ამერიკელები, შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქალიშვილობას მაშინ კარგავენ, როცა კანონი აძლევთ საშუალებას: საშუალო ციფრმა ზუსტად 18 შეადგინა.
მთლიანობაში სია ასე გამოიყურება:
1. ისლანდია:15,6
2. დანია:16,1
3. შვედეთი: 16,2
4. ნორვეგია/ფინეთი: 16,5
5. ისრაელი: 16,7
6. ბულგარეთი/პორტუგალია: 16,9
7. ბელგია/ჩილე/ჩეხეთი: 17,2
8. ავსტრია/ხორვატია/ირლანდია: 17,3
9. ბრაზილია: 17,4
10. გერმანია:17,6
11.სლოვაკეთი/ახალი ზელანდია/თურქეთი: 17,8
12. ავსტრალია: 17,9
13. აშშ: 18
14. საბერძნეთი/ნიდერლანდები/კანადა: 18,1
15. შვეიცარია: 18,2
16. დიდი ბრიტანეთი: 18,3
17. საფრანგეთი: 18, 5
18. სამხრეთი აფრიკა/მექსიკა/რუსეთი: 18,7
19. ტაივანი/იტალია: 18,9
20. პოლონეთი: 19
21. ინდონეზია: 19,1
22. ესპანეთი: 19,2
23: იაპონია: 19,4
24. ნიგერია/ვიეტნამი: 19,7
25. ჰონკონგი: 20,2
26. ტაილანდი: 20,5
27. ჩინეთი: 22,1
28. სინგაპური: 22,8
29. ინდოეთი: 22,9
30. მალაიზია: 23
ვინ იფიქრებდა, რომ თურქეთი ავსტრალიაზე აღვირახსნილია, ესპანეთი კი ინდონეზიაზე კონსერვატიული?