როგორც გაირკვა, ქალის გახდის დროს მამაკაცი სექსზე კი არა, სულ სხვა რამეზე ფიქრობს.
1. ყველაფერი რეალურად ხდება!
ბოლომდე არ გვჯერა სკუთარი ბედნიერების, რომ სექსი გვექნება. ქალის გახდის, მისი დანახვის შემდეგ ცოტათი ვმშვიდდებით... თუ ნერვიულობა მატულობს?..
2. მშვიდად, არ დამავიწყდეს სუნთქვა
არ გვსურს შეგვამჩნიონ, თუ რამდენად ვნერვიულობთ, როცა ჩვენ წინ შიშველ ქალს ვხედავთ. ამიტომ ვცდილობთ, უდარდელი გამომეტყველება მივიღოთ, მაგრამ ეს ხშირად არ გამოგვდის და იდიოტებივით ვიღიმით.
3. არსებობს რეგლამენტი, რა უნდა გაგხადოთ პირველად?
ლოგიკურად, ჯერ ბლუზა (მაისური, ტოპი თუ რა ვიცი, კიდევ რა გაცვიათ) უნდა გაგხადოთ და არა პირდაპირ ბიუსტჰალტერი? თუ ჯერ ბალანსი უნდა დავიცვათ, ჯერ შარვალი (ქვედაკაბა, შორტი, ბრა და მერე ტრუსი)? და საერთოდ, რატომ გაცვიათ ამდენი?!
4. საინტერესოა, ერთი ხელით შევძლებ ბიუსტჰალტერის გახსნას?
მამაკაცი ძალიან მოხერხებული უნდა იყოს, ეს ფოკუსი პირველი ჯერზე წარმატებით რომ შეასრულოს. ხშირ შემთხვევაში ორი ხელით ვცდილობთ ამ საშინელი შესაკრავების გახსნას და არა მარტო ბრაზე, კაბაზეც, შარვალზეც...
5. რატომ არავინ გამოიგონა წინდების სექსუალურად გახდის მეთოდი?
ვერ ვხვდებით, წინდების გახდაში დახმარება გვჭირდება თუ არა? გვეცვას თუ იდიოტებივით გამოვიყურებით? დალახვროს ეშმაკმა ეს წინდები!
6. ნეტავ, ყველაფერი მალე დამთავრდეს... არა, სხვანაირად არ გაიგოთ...
ერთი მხრივ, გვეჩქარება "საქმეზე" გადასვლა, მეორე მხრივ, პროცესით ტკბობა გვსურს, თუმცა, ეს მომაბეზრებელი ფიქრები, იმდენი აზრი ტრიალებს თავში...
7. მე როდისღა გავიხადო?
უნივერსალური პასუხი არ არსებობს. ყველაფერი სიტუაციაზეა დამოკიდებული. იქნებ მორიგეობით უნდა გავიხადოთ? ჯერ ქალს დავეხმაროთ გახდაში და მერე თავად გავიხადოთ? თუ პირიქით? ეტიკეტის მიხედვით როგორაა სწორი? დიდხანს ხომ არ ვდგავარ გაშეშებული და მდუმარე?