რამდენიმე რჩევა მარტოხელა ქალებს, როგორ უნდა გამოიცნონ ასეთი მამაკაცი და რას უნდა ელოდონ მისგან.
მექალთანეს აღსარება.
1. მექალთანეს მიმართ პატივისცემა გმართებთ. მას ბევრი ქალი ჰყავდა, ყველასთან გულახდილი იყო.
მოღალატეს შეიძლება ბევრი ქალი ჰყავდა, მაგრამ ყველას ატყუებდა: ერთს, რომ მისი ერთგულია; მეორეს, რომ ცოლს მალე მიატოვებს და, საკუთარ თავს, რომ შეუძლია ხანგრძლივად იყოს მონოგამიურ ურთიერთობაში.
ნუ შეიძულებთ მექალთანეს, ის გულახდილად გეუბნებათ, რომ ერთ ქალთან ყოფნა არ შეუძლია. გძულდეთ მოღალატე.
2. მამაკაცების უმეტესობა მართალია სიტუაციის მიხედვით
ყველა თუ არა, უმრავლესობა მაინც.
თუ ქალი ფიქრობს, რომ მამაკაცი მიმზიდველი, სექსუალური და ღირებულია, დიდი ალბათობაა, რომ ასე ფიქრობდეს კიდევ ათასი ქალი. ქალებმა უამრავი ხერხი იციან, როგორ ჩამოიცილონ კონკურენტები და როგორ ჩაიგდონ ხელში სასურველი მამაკაცი.
თუ მამაკაცს კარგი საყვარლის სახელი აქვს, ქალებში მისი პოპულარობა იმატებს. ყველას სურს საკუთარი წილი ბედნიერების მიღება.
დაბოლოს, მამაკაცს შეუძლია დარჩეს ერთი ქალის ერთგული, თუ მას მხოლოდ ერთი ქალი შესთავაზებს საკუთარ თავს, მაგრამ თუ 10, 20, 30 და მეტი ქალი გადაწყვეტს მის საწოლში ჩაგორებას, გაუჭირდება, ერთ ქალს ურთგულოს.
3. საყვარელი ცოლი ვერ გახდება
თუ მას ცოლი უკვე ჰყავს და მის საყვარლობას დათანხმდით, იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ ოდესმე ის ცოლად მოგიყვანთ. თუ საყვარლობას დათახმდით, მამაკაცი კარგავს თქვენ მიმართ პატივისცემას. დიახ, მამაკაცს შეუძლია თქვენთან ჰქონდეს სექსი, მაგრამ არც უყვარდეთ და არც პატივს გცემდეთ.
4. არ შეგიძლიათ მექალთანეს შეცვლა
ნუ მოიტყუებთ თავს, მისთვის ვერ გახდებით ერთადერთი და განუმეორებელი და ვერ გახდით მას ოჯახის კაცს. უძლური ხართ.