SEX...

11 ინტიმური მომენტი, რომელიც მისთვის შესაძლოა, არაფერს ნიშნავდეს

11 ინტიმური მომენტი, რომელიც მისთვის შესაძლოა, არაფერს ნიშნავდეს
ხშირად მომხდარა ასე, რომ მამაკაცი რაღაც ისეთს აკეთებს, რაც გარწმუნებთ მისი გრძნობების სერიოზულობაში, მაგრამ შემდეგ უკვალოდ ქრება?
ხანდახან ჩვენ, ქალები წვრილმანებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, შემდეგ კი ამის გამო ვიტანჯებით.

არადა, ყველა ამ მნიშვნელოვან ინტიმურ მომენტს შეიძლება მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდეს.

1. სექსი

მას შესაძლოა მხოლოდ თქვენი სხეული სურდეს და არა სხვა ურთიერთობა და ნამდვილი გრძნობები. მხოლოდ ორგაზმი.

2. მიმოწერა მთელი ღამის განმავლობაში
თუნდაც მთელი ღამე მიმოწერა გქონდეთ, არ ნიშნავს, რომ მონათესავე სულები ხართ და მუდამ ერთად
იქნებით. შეიძლება ის ყველა გოგოსთან ასე იქცევა. საქმე არაფერი აქვს და უბრალოდ, საუბარი სურს.

3. ხელების ჩაჭიდება
თუ ამას სახალხოდ აკეთებს, შეიძლება მართლაც აინტერესებთ, მაგრამ თუ ხელს მხოლოდ ლოგინში ჩაგჭიდებთ, ეს არაფერს ნიშნავს.

4. ჩახუტება

ზოგიერთ მამაკაცს უბრალოდ სურს, ქალი იგრძნოს გვერდით - სულერთია, ვინ იქნება ის.

5. ორალური სექსი
შესაძლოა, იფიქროთ, რომ ძალიან მოსწონხართ მამაკაცს, თუკი ასეთ სიამოვნებას განიჭებთ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი უბრალოდ, ჯენტლმენია სექსში და ის პირველ შემხვედრთანაც ამას აკეთებს.

6. საუბარი წარსულზე
თუ მამაკაცი იოლად გიზიარებთ წარსულის ისტორიებს, არ ნიშნავს, რომ თქვენთან ხედავს მომავალს. შესაძლოა, მისთვის მხოლოდ მეგობარი ხართ.

7. ფლირტი

ზოგი მამაკაცი მხოლოდ იმ გოგონასთან ფლირტაობს, ვინც მოსწონს. ზოგი კი - განურჩევლად ყველასთან. ამიტომ ესეც არაფერს ნიშნავს.

8. იხდის თქვენი ყავის ფულს
შესაძლოა, უბრალოდ ზრდილობიანია. ან საღამოს თქვენთან სექსის იმედი აქვს.

9. შიშველი ფოტოების გაცვლა

ყველაზე საზიზღარი ისაა, როცა წარმოიდგენ, სხვებსაც როგორ უგზავნის მსგავს ფოტოებს და სპეციალურად მხოლოდ თქვენთვის არ იღებს.

10. კოცნა
თუნდაც თქვენი პირველი კოცნა დაუვიწყარი იყოს, არ ნიშნავს, რომ მეორეც ასეთი იქნება. არა იმიტომ, რომ ცუდი კოცნა იცით ან მობეზრდით, ან ლამაზი არ ხართ. უბრალოდ, ასე ხდება.

11. გეუბნებათ, თუ როგორ ძლიერ მოსწონხართ

მას შეუძლია ასე გითხრათ მხოლოდ იმისთვის, რომ ლოგინში შეგათრიოთ. ან მართლაც მოსწონხართ, მაგრამ სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ არის.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93