SEX...

ამ ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ძლიერი ვნებაა

ამ ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ძლიერი ვნებაა
შეუსაბამო ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა შორისაც პერიოდულად ძლიერი ქიმია იფეთქებს ხოლმე...

1. ვერძი და მორიელი


ორივეს მარსი - სექსის, აგრესიის, ენერგიის პლანეტა მართავს. ჩხუბი და ლოგინში კოტრიალი ერთმანეთს ცვლის. ვერძი ქალი და მორიელი მამაკაცი მუდამ დაძაბულობას მოუტანენ ერთმანეთს.

2. სასწორი და თევზები


სენტიმენტებზე აგებული ბედნიერება. რომანი ფანტაზიაზე აქვთ აწყობილი. სამწუხაროდ, სირთულეების გაჩენისთანავე გაექცევიან ერთმანეთს.

3. ლომი და კურო


კონფლიქტში ორი ჯიუტი, მაგრამ ერთგული ნიშანი არ აღიარებს შეცდომებს. უყვართ სიყვარულის სახალხოდ გამოვლინება. კუროს კომფორტში მოსწონს ცხოვრება, ლომს
- თაყვანისცემა.

4. მშვილდოსანი და ქალწული


ქალწული უაზრო და დაუფიქრებელი საქციელისგან დაიცავს მშვილდოსანს, ის კი ქალწულს დაძაბულობას და უთქმელობას მოუხსნის. ხან ვერ იტანენ ერთმანეთს, ხან უერთმანეთოდ ვერ ძლებენ.

5. თხის რქა და მერწყული


ტრადიციების მოყვარულ თხის რქას თავქარიანი მერწყული აღიზიანებს, თუმცა საწოლში მოსწონს მისი ექსპერიმენტებისადმი სიყვარული.

6. კირჩხიბი და ტყუპი


მათი კავშირი "ამერიკულ მთებს" მოგაგონებთ. ტყუპი სერიოზულად არ აღიქვამს კირჩხიბის სენტიმენტებს, რადგან ლოგიკური ნიშანია, თავით ფიქრობს და არა გულით. საწოლში ტყუპი დინებას მიჰყვება, კირჩხიბს რომანტიკა მოსწონს.

7. მორიელი და მერწყული


თუ ერთმანეთი დააინტერესეს, საუბარში ღამეებს გაატარებენ. მერწყული მორიელის სექსუალურობის უიშვიათესი ფორმის გამოვლენაში დაეხმარება, რომელსაც მორიელი, როგორც სხვა ემოციებს, ყველასგან მალავს.

8. სასწორი და მორიელი


სასწორი დაეხმარება მორიელს გაიხსნას და მის გვერდით არ მოიწყინოს. გააცნობს ადამიანებს, რომლებსაც მორიელი არც კი მიუშვებდა თავისთან ახლოს. საწოლში კი თავს სასურველად აგრძნობინებს. პრობლემა წარმოიქმნება მაშინ, როცა სასწორი მორიელის სიცივეს შეეჯახება და სასწორი მორიელისთვის ინფორმაციის გამოძალვას შეეცდება.

9. ვერძი და კირჩხიბი


ვერძს თავი რაინდი ჰგონია, კირჩხიბი მუდამ საჭიროებს დაცვას. ვერძს თავისუფლება სჭირდება, კირჩხიბს კი სურს, პარტიორი მზრუნველობით დაახრჩოს. თუ ბალანსი დაირღვა, ერთად ყოფნა გაუჭირდებათ.

10. თევზები და მშვილდოსანი


ორი ცვალებადი ნიშანი ერთმანეთის ნაკლოვანებაზე ყურადღებას არ გაამახვილებს. უბრალოდ, თევზს მუდამ უნდა უკარნახოთ, რა უნდა გააკეთოს, მშვილდოსანს კი სპონტანურად მოქცევა ხიბლავს.

11. ლომი და თხის რქა


ლომი გულკეთილი და ვნებიანია, თხის რქა - პრაქტიკული და ცივსისხლიანი. თუმცა, საერთო ღირებულებები აქვთ - წარმატების მოპოვების სურვილი. საკმაოდ რთული წყვილია, ერთმანეთის იმედების გამართლება გაუჭირდებათ.

12. კურო და სასწორი


ორივე რომანტიკული და ესთეტიკურია, მაგრამ სასწორი ფლირტის მოყვარულია, კურო კი - მესაკუთრე. ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სასწორი მას ეკუთვნის. კინკლაობა გარდაუვალია.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93