SEX...

5 მოქმედი რეკომენდაცია კარგი სექსისთვის, როცა ხანგრძლივი ურთიერთობა გაქვთ

5 მოქმედი რეკომენდაცია კარგი სექსისთვის, როცა ხანგრძლივი ურთიერთობა გაქვთ
ხშირი და ვნებიანი სექსის სურვილი ნორმალურია, თუმცა დროთა განმავლობაში სიხშირე იკლებს და არც ესაა საგანგაშო. ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ ყველაფრის დაბრუნებაა შესაძლებელი.

ხანგრძლივ ურთიერთობაში მყოფი ქალები საკუთარ პოზიტიურ გამოცდილებას გვიზიარებენ:

1. ნუ აქცევთ სექსს რუტინად
„ჩვენ 7 წელია ქორწინებაში ვართ. იდეა, რომ სექსი ყოველთვის ვნებიანი და სახალისო უნდა იყოს, არ მომწონს, მაგრამ არც ვალდებულებად უნდა აქციოთ. ჩვენ ხშირად ვცდით სიახლეებს და ეს ჩვენი წარმატების პირობაა“ - ვერა, 30 წლის.

2. ფანტაზიები
„იკონტაქტეთ, იყავით გახსნილები, ექსპერიმენტებისთვის გამოდით
კომფორტის ზონიდან. რა თქმა უნდა, თუ ერთმანეთს ენდობით“ - მარინა, 29 წლის.


3. სპონტანურობა
„ხანდახან ეროტიკულ საცვლებს ვიცვამ და თავდასხმას ვუწყობ. ჩვენ სექსს არასდროს ვგეგმავთ, თუმცა ერთმანეთთან ახლოს ყოფნა ძალიან გვიყვარს“ - ეშლი, 34 წლის.

4. ისაუბრეთ სექსზე
„თავიდანვე შევთანხმდით, რომ პრობლემებს არ დავმალავდით. ამიტომ სექსს ხშირად განვიხილავთ. ჩვენ გამუდმებით ახლის ძიებაში ვართ, რაღაცას ვიგონებთ... რა თქმა უნდა, ხანდახან ბავშვები გეგმებს გვიშლიან, მაგრამ სექსს მაღალი პრიორიტეტი მივანიჭეთ და მას არასდროს ვივიწყებთ“ - სარა, 30 წლის.


5. ორგაზმს ნუ დაედევნებით
„სექსი - სასიამოვნო გართობაა, მაგრამ მიზნის მიღწევის გარდა, თავად პროცესზეც უნდა იფიქროთ. მოგვწონს სიახლოვე, კოცნა, როცა ჩვენი სხეულები ერთმანეთს ეხება. თუ ადამიანთან ერთად დიდხანს ცხოვრება გსურთ, ერთად გატარებული თითოეული წუთით უნდა ისიამოვნოთ“ - მაია, 34 წლის.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30