SEX...

გაიღვიძე და იმღერე: 6 მიზეზი დღე სექსით დაიწყოთ

გაიღვიძე და იმღერე: 6 მიზეზი დღე სექსით დაიწყოთ
როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი იდეალური დილა? ფინჯანი ყავა საწოლში, ტკბილი კრუასანი და თბილი შხაპი? იქნებ დილა უფრო საინტერესო გახადოთ?

დილის სექსს ხომ მხოლოდ დადებითი მხარეები აქვს, რაც ხანდახან აუცილებლად უნდა სცადოთ, მაშინაც კი, თუ მაღვიძარა 7 საათზე დარეკავს.

ის მოგადუნებთ
მშვენიერია, თუ დილით შესანიშნავ განწყობაზე იღვიძებთ. მაგრამ ასე თუ არ ხდება, მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, თუ რამდენად რთული საქმეები გელით წინ, თუმცა სექსს ამ სიტუაციის გამოსწორება შეუძლია.
სინამდვილეში სექსი მედიტაციის მარტივი ალტერნატივაა. როგორც კვლევებმა დაადასტურა დილის სექსი
სტრესის დონის შემცირების ბუნებრივი საშუალებაა.

აიძულებს ტვინს „ჩაირთოს“
სექსი გამოსაფხიზლებელ ყავაზე უკეთ მოქმედებს. ორგაზმი თქვენს ტვინზე ყველაზე დადებით გავლენას ახდენს. სისხლში ზრდის ჟანგბადის დონეს, რის ხარჯზეც სწრაფად იღვიძებთ. კვლევამ ისიც დაამტკიცა, რომ რეგულარული სექსი ტვინში ახალ უჯრედებს წარმოქმნის და აუმჯობესებს კოგნიტურ შესაძლებლობას, ფიქრობთ სწრაფად და უკეთ.

კარგი განწყობა მთელი დღის განმავლობაში
ორგაზმს მოყვება ნეიროტრანსმიტერების, სეროტონინისა და დოფამინის გამოყოფა, რაც ჩვენს ორგანიზმში სიამოვნებასა და ბედნიერებაზეა პასუხისმგებელი.

განთავისუფლდებით კომპლექსებისგან
მარტივად რომ ვთქვათ მუხრუჭები გიმტყუნებთ, თავს მეტად თავისუფლად და მოდუნებულად იგრძნობთ. გარდა ამისა, ძალაც აღარ გრჩებათ იზრუნოთ იმაზე, თუ რამდენად კარგად გამოიყურებით, სწორედ ამიტომ ჩვეული კომპლექსები მეორეხარისხოვანი ხდება.

სპონტანურობა - მშვენიერია
როგორც წესი, დილის სექსს არ ვგეგმავთ, ის უბრალოდ ხდება და ეს მშვენიერია, რადგან სწორედ სპონტანურობა აცოცხლებს თქვენს სექსუალურ ცხოვრებას.

მომნუსხველი სინათლე
დილით არის დრო, როცა სინათლე ნაზი და მოსიყვარულეა, თქვენი კანი კი მზის სხივებზე ოქროსფრად ბზინავს. ჩვეულებრივ ეს მზის ამოსვლისა და ჩასვლისას ხდება. თუ სამსახურს ყოველთვის მზის ჩასვლისას ასრულებთ, თქვენ მინიმუმ კიდევ ერთი შანსი გაქვთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93