SEX...

ეროტიკული სიზმარი: მკითხაობა ფროიდის მიხედვით

ეროტიკული სიზმარი: მკითხაობა ფროიდის მიხედვით
1895 წელს ზიგმუნდ ფროიდმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა: სიზმარი - სურვილების ერთგვარი სიმბოლური ახდენაა.

სექსუალურ ენერგიას მეცნიერი ადამიანის ძირითად მამოძრავებელ ძალად თვლიდა და ალბათ, სწორედ ამიტომაცაა, რომ ფსიქოლოგები განსაკუთრებულ ყურადღებას ეროტიკულ სიზმრებს უთმობენ.

სიზმრის სექსუალური სიმბოლიკა

რა გესიზმრება და რატომ? გაინტერესებს? მოდი, გავერკვეთ.

ინტიმური ურთიერთობით დაუკმაყოფილებლობა ხშირად სიზმარში პარტნიორის ბუნდოვანი ფიგურით ან გადღაბნილი სახით შეიძლება მოგევლინოს. ასევე, შეიძლება ნახო მხოლოდ მისი ხელები, რომლებიც გეფერები
ან; ტორსი ან სხეულის ინტიმური ორგანოები.

სექსის უკმარისობა - მსახიობთან ან იმ კოლეგასთან ინტიმური კავშირის დასიზმრებით გამოიხატება, რომელიც რეალურ ცხოვრებაში არანაირ სურვილს არ აღძრავს შენში. ხშირად ასეთ სიზმარს ეროტიკული ფილმის ნახვის შემდეგ ნახულობ, რომელიც ფანტაზიას გიღვიძებს, ან ვნებიანი ღამის შემდეგ, რომელსაც შენ სიამოვნებით გააგრძელებდი, პარტნიორს რომ განმეორებითი სეანსისთვის ძალა ჰყოფნოდა. ერთი სიტყვით - სიზმარში ნანახი მამაკაცი - შენი პარტნიორის ერთგვარი დუბლიორია.

შიში იმისა, რომ მომხიბვლელად არ გამოიყურები, შეიძლება აისახოს ლესბოსურ სიზმარში. სიზმარში თითქოს დაუპყრობ მამაკაცს იმით ცვლი, ვისაც შეუძლია გაგიგოს, გვერდში დაგიდგეს - ეს სხვა ვინ იქნება, თუ არა შენი საუკეთესო მეგობარი, დაქალი.

ეს შიში სიზმარში კიდევ ერთი უცნაურობით აისახება: ალბათ გინახავს, როცა ქუჩაში შიშველი დადიხარ, ძალიან უხერხულად გრძნობ თავს, მაგრამ გარშემომყოფები ვერც კი ამჩნევენ შენს უჩვეულო მდგომარეობას.

პარტნიორის აგრესიის შიში

დეტალებში გესიზმრება სექსის პრელუდია, მაგრამ როგორც კი აზარტში შედიხარ, სიზმარი წყდება ან ისე იწელება, შენელებულ კადრს ემსგავსება. ასე თუ ისე, შენ, სიზმრის მთავარი გმირი გაწბილებული რჩები.

როცა საქმე ფანტაზიებსა და სიზმრებს ეხება, ფსიქოლოგები ხუმრობენ: "ხანდახან ბანანი, უბრალოდ, ბანანს ნიშნავს". მაგრამ მაინც, უმეტეს შემთხვევაში ჩვენი სიზმრები სექსუალური სიმბოლიკით არის დატვირთული, რომელიც თამამ სცენებს ცვლის.

ფალოსური სიმბოლოები
. გველი, სათვალთვალო მილი, ავტომობილის სიჩქარის გადამრთველი და სხვა მოგრძო ფორმის ნივთები.

ქალის გენიტალიის სიმბოლოები. გამოქვაბული, ბეწვის მუფთი, გვირაბი და სამზარეულოს ინვენტარები, ქვაბით დაწყებული, დოქით დამთავრებული.

სიუჟეტები, რომლებიც სექსუალურ კონტაქტს ასახავს ან ეროტიკული შეგრძნებების სიმბოლოა: საქანელაზე ქანაობა, ცხენზე ჯირითი, ჭიდაობა მოწინააღმდეგესთან ახლო ფიზიკური კონტაქტით.

ძილში ფრენა

გრძნობა - შენი ეროტიკული სიზმრების გასაღები
რომელიმე სიზმარმა აგაღელვა? იმისათვის, რომ სიზმრის ახსნა იპოვო, აუცილებელი არ არის, მაშინვე ფსიქოლოგთან გაიქცე. თავადაც შეგიძლია მისი ინტერპრეტაციის მოძებნა.

დაუკავშირე სიზმარი რეალურ მოვლენებს, რომლებიც შენს ცხოვრებში ხდება. გაიხსენე, კოლეგების რომელმა ფრაზამ დაგაინტრიგა, რა კომპლიმენტი გითხრა სიმპათიურმა უცნობმა ან რაზე იკამათე მეუღლესთან.

გამოიყენე ასოციაციის მეთოდი, რომელსაც ფროიდის დროიდან იყენებენ ფსიქოანალიტიკოსები. შეეცადე, 5-10 წუთის განმავლობაში გონებაში ჩამოთვალო ყველაფერი ის, რაც თავში მოგივა შენს სიზმრად ნანახთან დაკავშირებით.

სავარაუდოდ, ეს ყველაზე აბსურდული სიტყვებისა და ეპიზოდების სულელური ნაკრები გამოვა. სწორედ ეს გახლავს შენი გაუცნობიერებელი ემოციური რეაქციების ასახვა. შეეცადე გაარკვიო, რომელი გრძნობა აერთიანებს ყველა ამ საგანს. შენი სიზმრის ახსნაც სწორედ ეს იქნება.

თუ დროდადრო ერთი ტიპის სიზმარს ნახულობ, ეცადე, მონახო იმ მოვლენების კანონზომიერება, რომლებიც ბოლო დროს მოხდა შენს ცხოვრებაში. მაგალითად, თუ ყოველდღე შემთხვევით ხვდები შენს ყოფილ შეყვარებულს, გესიზმრება, რომ გამოქვაბულში ხარ, საიდანაც თავის დაღწევა არ შეგიძლია. სამწუხაროდ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ დღემდე ოცნებობ მასთან ურთიერთობაზე, სექსზე და გეშინია, ამაში საკუთარ თავს გამოუტყდე.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 9 /
გიო
სიზმარში სექსი რას ნიშნავს
09:34 / 28-03-2017
გამოხმაურება / 0 /
აბა-აბა
სრულიად უცხო ლამაზ 'ქალიშვილთან' სექსი რას ნიშნავს ?
15:03 / 28-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93