ტიპური სიტუაციაა: სამი გოგონა ჩაის მიირთმევს და თან საუბრობს: "ჩემი ქმარი გამუდმებით დაღლილია, სულ ეძინება. აღარც მახსოვს, ბოლოს როდის გვქონდა ნორმალურად ყველაფერი..." - "ჩემთან კიდევ უფრო უარესადაა საქმე: გამირბის და საკმარისია, შევიდე აბაზანაში, მაშინვე პორნოს რთავს"...
"დეილი მეილი" იუწყება: მამაკაცების 62%-მა აღიარა, რომ უფრო ხშირად ამბობენ უარს სექსზე, ვიდრე მათი ცხოვრების თანამგზავრები.
ტაბლეტები
ანტიდეპრესანტები და არტერიული წნევის მარეგულირებელი პრეპარატები აქვეითებენ მამაკაცურ ლიბიდოს.
უძილობა. ახალგაზრდებში პოპულარულია ღამის ცხოვრება, შესაბამისად - უძილობა, რაც აისახება მათ სექსუალურ აქტივობაზე.
ჰორმონალური ფონის დარღვევა
თუ არსებობს ეჭვი, რომ მიზეზი ამაშია, აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩაბარება ტესტოსტერონსა და სხვა ჰორმონებზე.
საკუთარ ძალებში ეჭვის შეტანა, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს დეპრესიის განვითარებას.
სექსუალური ჰარმონიის არარსებობა
მას არ იზიდავს ქალი, რომელიც გვერდში ჰყავს, ან არ მოსწონს მისი ქცევები, გამუდმებული კრიტიკა, არ არის მასთან გახსნილი...
კონფლიქტი წყვილს შორის, რაც არ არის დაკავშირებული სექსთან
ზოგი "სჯის" პარტნიორს იმით, რომ არ აქცევს მას არანაირ ყურადღებას. მეორეს, უბრალოდ, არ შეუძლია ძილი იმ ადამიანის გვერდით, რომელზეც გაბრაზებულია. გაგრძელება