SEX...

"დაფიქრდით, ვიდრე ქვემოდან ან ზემოდან მოექცევით... მიმოიხედეთ, - ბავშვი ხომ არაა იქვე" - გულახდილი წერილი, რომელიც ბევრს დააფიქრებს

"დაფიქრდით, ვიდრე ქვემოდან ან ზემოდან მოექცევით... მიმოიხედეთ, - ბავშვი ხომ არაა იქვე" - გულახდილი წერილი, რომელიც ბევრს დააფიქრებს
ეს წერილი ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა მოგვწერა. თემის სპეციფიკიდან გამომდინარე, წერილის ავტორის ანონიმურობას ვიცავთ. სამწუხაროდ, მსგავსი პრობლემები არაა ერთეული და ამ თუ სხვა მიზეზებით ბევრი ცოლქმრული კავშირი ირღვევა და ბევრი ოჯახი ინგრევა.
უცვლელად გთავაზობთ წერილს, გამოცდილი ფსიქოლოგის პასუხს მასზე და მკითხველებსაც შეუძლიათ კომენტარებში მხარდაჭერის მიზნით გაუზიარონ ავტორს მსგავსი შემთხვევების შესახებ.

ვიჭრაჭუნოთ... ბავშვია, ვერ მიხვდება

გამარჯობა. სკამები წრიულად დაალაგეთ, დასხედით და გაგვეცანით.
- გამარჯობა, მე ნატო ვარ და ვაგინიზმით ვარ დაავადებული.
- გამარჯობა, მე თეონა ვარ და
ვაგინიზმით ვარ დაავადებული.
- გამარჯობა, მე თაკო ვარ და ვაგინიზმით ვარ დაავადებული.....

მაინც რამდენი ქალი გგონიათ თქვენ გარშემო ისეთი, ვისთვისაც შეფასებები, რომ სექსი უდიდესი სიამოვნებაა, რომ ეს პროცესი ფრენას ჰგავს, რომ ის სტრესისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალებაა, - უბრალოდ მითებია, რომელთანაც მათ არაფერი აკავშირებთ? ბევრი. ასეთი ქალი ჩვენ ირგვლივ ძალიან ბევრია.

ჩემი ისტორია ასეთია: რამდენიმე თვეა, დავოჯახდი და მე ისევ ქალწული ვარ. ამაზე ანონიმურადაც კი ვერ გავბედავდი წერას, ამ თემაზე უდიდეს ინფორმაციას რომ არ გავცნობოდი და არ გამეგო, რომ მე არ ვარ ერთეული შემთხვევა.
ჯერ ვთქვათ, რა არის ვაგინიზმი. ესაა ვაგინალური კუნთების შეკუმშვა, საშოს ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც მასში შეღწევა შეუძლებელია. ამ რეფლექსური რეაქციის კონტროლი ქალისთვის ძალიან რთულია. მე ეს ამ დრომდე ვერ გადავლახე.

მცდელობა დაოჯახებამდეც იყო, - თუმცა მაშინ ჩემი მდგომარეობის სიმწვავე სწორად ვერ შევაფასე და ვიფიქრე, რომ ეს იმ დოგმების ბრალი იყო, რომელთა გარემოცვაშიც გავიზარდე. ვგულისხმობ იმას, რომ ყოველთვის მესმოდა, - ჯვრისწერის გარეშე სექსი დაუშვებელია. დაოჯახებამდე ჯვარიც დავიწერეთ, მაგრამ უკვე ორი წელია, ყოველი მცდელობა ისევ კუნთების სპაზმითა და ჩემი საშინელი პანიკით სრულდება. ბევრს არ დავწერ იმაზე, რამდენად სტრესულია ეს მდგომარეობა და რომ ყოველი წარუმატებელი მცდელობა კიდევ ერთ მარცხთან შეჯახებას ნიშნავს. ცალკე საკითხია დანაშაულის შეგრძნება პარტნიორის მიმართ და განცდა, რომ შენი ამ პრობლემით მის ჯანმრთელობასაც აზიანებ.

ვაგინიზმი, ისევე, როგორც ყველა დაავადება, რომელიც ჩვენი ტვინიდან მოდის, - ხშირად დაკავშირებულია ჩვენი ბავშვობის სტრესებთან.
ამ პრობლემის გაცნობიერებიდან მალევე ვიპოვე მთავარი მიზეზი, რამაც ჩემს ტვინში, სხეულში, სრულიად ფსიქიკაში ჩამინერგა რწმენა, რომ სექსი "ხიხიაა". გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93