SEX...

5 გზა, რომ გააძლიეროთ სქესობრივი კავშირი თქვენს პარტნიორთან

5 გზა, რომ გააძლიეროთ სქესობრივი კავშირი თქვენს პარტნიორთან
რა თქმა უნდა, შეიძლება ყველაფრის ისე დატოვება, როგორც არის და კომფორტის ზონაში დარჩენა, მაგრამ მოწყენილობა ხომ ურთიერთობის პირველი მტერია?

1. საუკეთესო ფუნდამენტი სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყებად, ეს მეგობრობაა

სექსუალური სიახლოვე – ეს ფიზიკური აქტია, მაგრამ თქვენი პარტნიორი თავს ბევრად უკეთ იგრძნობს, თუ თქვენ გვერდით ის მაქსიმალურად კომფორტულად იქნება. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, მასთან მეგობრული ურთიერთობა გაკავშირებდეთ და არა უბრალოდ ვნება. რაც უფრო კომფორტულად ხართ მის გვერდით, უფრო ახლობელი ადამიანი ხდებით მისთვის.


2. ეცადეთ, უკეთ შეისწავლოთ
საკუთარი სხეული

თქვენ შეიძლება ვერც კი აცნობიერებდეთ, რა გავლენას ახდენს სხვადასხვა ცხოვრებისეული ასპექტი თქვენს პირად ცხოვრებაზე. მაგალითად, თქვენ შეიძლება განიცდიდეთ დიდ სტრესს სამსახურში, შეიძლება განიცდიდეთ რაღაც მნიშვნელოვან დანაკარგს, გაწუხებდეთ რაიმე ავადმყოფობა ან ფობია. იმისთვის, რომ ახლოს იყოთ თქვენს რჩეულთან, საჭიროა ჯერ თავად გაერკვეთ, რა ხდება თქვენს თავში და შეისწავლოთ საკუთარი ორგანიზმი, მისი განსაკუთრებულობა.

3. ყოველთვის ისაუბრეთ ერთმანეთთან საკუთარ სექსუალურ ფანტაზიებზე

ყველა ადამიანს გააჩნია თავისი ფანტაზია და ის, რასაც ანიჭებს უპირატესობას. თუ ურთიერთობაში იქნება რამე ტაბუ, ის ვერ გაიხსნება, მუდმივად იქნება თქვენ შორის რაღაც ზღვარი და უხილავი დაძაბულობა. ასევე, არსებობს სექსუალური ტაბუები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია. მთავარია, რომ გაიხსნათ მასთან და გაარკვიოთ, თქვენი სურვილები რამდენად მისაღებია მისთვის, ხოლო მისი სურვილები და ფანტაზია - თქვენთვის.

4. იყავით მზად ექსპერიმენტებისთვის, თავგადასავლებისა და სიახლეებისთვის

ნუ შეგეშინდებათ, გასინჯოთ რამე ახალი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეგიძლიათ ისე გააკეთოთ, რომ არ დატოვოთ კომფორტის ზონა, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ეს ძალიან მოსაწყენია. მოწყენილობა კიდევ ურთიერთობის პირველი მტერია.  

5. იყავით უფრო ყურადღებიანი ერთმანეთის მიმართ

სიახლოვით ტკბობა უნდა შეგეძლოთ ორივეს. ამიტომ არაა საკმარისი, მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენტირდეთ, იფიქრეთ მასზეც. გახსოვდეთ, თქვენი მიზანია უფრო დაუახლოვდეთ ერთმანეთს და თუ ეგოისტურად მოიქცევით, ეს წარმატებას არ მოგიტანთ.

წყარო: relrules.com

თათა შენგელია
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93