SEX...

პლუსები და მინუსები ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობაში (მკითხველების ისტორიები)

პლუსები და მინუსები ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობაში (მკითხველების ისტორიები)
შენ დიდი და დამოუკიდებელი გოგო ხარ, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა ცხოვრებისგან. ამ დროს უეცრად ცოლიან მამაკაცთან იწყებ ურთიერთობას. რაში გჭირდება ეს?
Image result for love gif
რა თქმა უნდა, იმიტომ არ ურთიერთობ მასთან, რომ ტელეფონში შენი საკონტაქტო ეწეროს, როგორც მალხაზი - მექანიკოსი, ან იმისათვის, რომ მეგობრებმა არ მოგაძახონ: „რა კოშმარია“. ყველა მედალს აქვს ორი მხარე. თუკი მინუსებზე შენს სიტუაციაში ყველაფერი ასე თუ ისე გასაგებია, პლუსებზე ცალკე, ქალბატონები საკუთარი გამოცდილებით საუბრობენ.
Image result for love gif

მკითხველების ისტორიები დაოჯახებულ მამაკაცებთან

ორმა გოგონამ გამოგზავნა ისტორია საკუთარ თავზე
საყვარლის ფუნქციის მორგებით, რომელიც სხვადასხვა ფინალით დასრულდა.
Image result for love gif

ნინო,  29 წლის, საყვარლის სტაჟი 5 წელი

  • „მე და ნიკამ ერთმანეთი საკმაოდ ბანალურად გავიცანით - სოციალურ ქსელში. ორივე ქორწინებაში ვიყავით და ვეძებდით ინტერნეტსივრცეში ვნებასა და დაუვიწყარ სექსს“, რომელიც გვაკლდა ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა: გავეყარე მეუღლეს, იმიტომ, რომ მეტს ვეღარ ვიტყუებოდი. მასთან კი ყველაფერი უფრო მძიმედ აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, მისი მეუღლე ფეხმძიმედ იყო. სასაცილოა, მაგრამ მე მეკითხებოდა მომავალი ბავშვის სახელის ვარიანტებს. მასთან განშორება არ შემეძლო: ერთად დავმოგზაურობდით, თავისუფალ დროს და საღამოებს ერთად ვატარებდით. გვეჩვენებოდა, რომ ყველაფერი უფრო სერიოზულ სახეს იღებდა და ერთმანეთის შეყვარებას ვახერხებდით. თუმცა დროთა განმავლობაში ნათელი გახდა ის, რომ ასე სამუდამოდ ვერ გაგრძელდებოდა. ერთ დღესაც ავიღე ნივთები და გადავედი სხვა ქალაქში საცხოვრებლად, მაგრამ ჩვენი ისტორია აქ არ დამთავრებულა, რამდენიმე თვეში ნიკამ მითხრა, რომ მეუღლეს შორდება და მთხოვს უკან დაბრუნებას. ჩვენ შევუღლდით უკვე 2,5 წელიწადია. ვზრდით საერთო შვილს - დაჩის. აქვე მინდა გითხრათ, რომ 5-წლიანი არაოფიციალური ურთიერთობის განმავლობაში, არცერთხელ არ მითხოვია მისთვის მეუღლის მიტოვება. თავისი არჩევანი თვითონ გააკეთა.“
Related image
ნინოს ისტორია კარგად დასრულდა. ამიტომ მას შეუძლია ამ თემაზე დადებითი კუთხით ისაუბროს და ჩამოთვალა საყვარლის დადებითი მხარეები:
Image result for love gif
  1. შენ ხარ ქალი, რომელსაც არ ეშინია სირთულეების, იმიტომ, რომ რომანი დაოჯახებულ მამაკაცთან - საკმაოდ დიდი სირთულეა. თუკი ამ სირთულეს მოჰკიდე ხელი, ესე იგი, ნამდვილი მეომარი ხარ.
  2. შენ გსურს ურთიერთობები პასუხისმგებლობებისა და წინადადებების გარეშე. ამიტომ ცოლიანი მამაკაცი - იდეალური ვარიანტია შენთვის. როცა დაიღლები ამ ურთიერთობებით, მისწერ, რომ მოგბეზრდა და უსურვებ წარმატებებს თავის ოჯახთან.
  3. შენ არ გსურს მის ნათესავებთან ურთიერთობა. არავითარი მათთან სტუმრობა, ოჯახური ვახშამი, დღესასწაულების აღნიშვნა.
  4. ის ზრდასრული და გამოცდილია, რაც ნიშნავს იმას, რომ აქვს ის გამოცდილება, რისი მიღებაც გსურს მისგან საწოლში.
Image result for love gif
მაგრამ საყვარლობა მამაკაცის არც ისე სასიამოვნო მომენტია, როგორც ჩანს, ერთი შეხედვით, ანის რომანი დაოჯახებულ მამაკაცთან ამის დამადასტურებელია.
Image result for love gif

ანი, 25 წლის, საყვარლის სტაჟი 1 წელი

  • "თორნიკე ჩემი კოლეგაა სამსახურში. მე ვიცოდი, რომ დაოჯახებული იყო, მაგრამ ჩვენ შორის ნამდვილი ვნება იგრძნობოდა. ხშირი და ხანმოკლე შეხვედრები მისი მეუღლის ზარის შემდეგ სრულდებოდა. ერთხელ თორნიკემ თანამშრომლებთან ჩემ წინაშე გამოაცხადა, რომ მისი მეუღლე ორსულად იყო. მე მეგონა, მდუღარე წყალი გადამასხეს. გადავწყვიტე მასთან ურთიერთობის გაწყვეტა, მაგრამ თვითონ არ უნდოდა ჩემი ცხოვრებიდან წასვლა. ბოლო წვეთი აღმოჩნდა ის, რომ დაავიწყდა ჩემი დაბადების დღე. იმ პერიოდისთვის ის უკვე სხვაგან მუშაობდა. მე მივხვდი, რომ რაც უნდა ვიზიდავდეთ ერთმანეთს, ცოლი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მე გავწყვიტე მასთან კავშირი, ხოლო მისი ზარები შეწყდა ოჯახში ქალიშვილის დაბადების მომენტიდან.“

Image result for heartbreak gif

ანიმ ჩამოთვალა ცოლიანი მამაკაცის საყვარლობის უარყოფითი მხარეები:
Related image
  1. ასეთი ურთიერთობების დასრულება ყოველთვის მოგიწევთ. მას არასდროს მოუნდება შენთან ერთად საჯაროდ სიარული. გამოდის, რომ პაემნები ყოველთვის ფარული იქნება და ყოველთვის, ხალხში გასვლისას დაძაბული იქნები, იმიტომ, რომ არ შეიძლება ახლოს იჯდე, აკოცო ან ხელი ჩაჰკიდო.
  2. მოგიწევს დღესასწაულების მარტო გატარება ან იმ დაქალებთან ერთად შეხვედრა, რომლებიც მარტონი არიან; საკუთარი დაბადების დღის მარტო აღნიშვნა. მას ყოველთვის ურჩევნია, ოჯახთან გაატაროს მნიშვნელოვანი დღეები.
  3. ეჭვიანობა. თუკი ფიქრობ, რომ არ ხარ ეჭვიანი, დროთა განმავლობაში გახდები. მიხვდები, რომ ეჭვიანობ იმაზეც კი, რომ დილას ერთ საწოლში იღვიძებს თავის ცოლთან, ყოველი მისი ზარის შემდეგ გარბის მეუღლესთან. სწორედ მას შეუძლია მიანიჭოს სტაბილურობა და მუდმივი მზრუნველობა, შენ კი არაფერი გაგაჩნია ვნებიანი სექსისა და მისი ხმამაღალი სიტყვების გარდა.
  4. დაივიწყე პერსპექტივები ურთიერთობის განვითარებაში. მას ჰყავს საყვარელი მეუღლე, რომელიც უმზადებს სადილს, ურეცხავს ტანსაცმელს, ზრდის მის შვილებს. ცხოვრება აეწყო! და რატომ დაიწყებს სხვასთან გაქცევას და ხელახლა აწყობას?
  5. შენ ასეთ მამაკაცს ბოლომდე ვერასდროს დაეყრდნობი, ეს „კვანტური“ ადამიანია შენს ცხოვრებაში - ხან არის და ხან არა.
Image result for love gif
ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობამდე იყავი გულახდილი საკუთარ თავთან, აწონე ასეთთან ურთიერთობის ყველა პლუსი და მინუსი, გააანალიზე რისკები, ღირს თუ არა დროის დაკარგვად და არ მისცე მამაკაცს უფლება, მოგატყუოს!
Related image
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ტერეზა მეი
ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობა მხოლოდ იმ ქალებისათვის არის ხელსაყრელი, ვისაც არანაირი პასუხისმგებლობა არ უნდა, მხოლოდ კონკრეტული სექსუალური პარტნიორი აინტერესებს. ყველა სხვა შემთხვევაში ეს არის ძალიან დიდი ტვირთი ქალისათვის, მით უმეტეს, თუ მართლა უანგაროდ და გულწრფელად უყვართ მამაკაცი-ასეც შეიძლება მოხდეს, რაც არ უნდა გასაკვირად ეჩვენოთ ზოგიერთებს. ხშირად მამაკაცი მალავს ქორწინებაში ყოფნას და როცა ქალი ამის შესახებ იგებს, უკვე გვიანღაა... ნებისმიერი ქალი ძალიან უნდა დაფიქრდეს, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამს და ცოლიან მამაკაცს ურთიერთობაზე დათანხმდება (აქ შეყვარებაზე კი არაა საუბარი, სიყვარული თავისით მოდის).. მამაკაცებს კი ათმაგი პასუხისმგებლობა მართებთ, რომ ერთი ადამიანის (ცოლის) მოტყუებასთან ერთად, მეორე ადამიანიც არ გააუბედურონ, არ ისარგებლონ მისი გრძნობებით, საკუთარი კომფორტისათვის... თუ მეუღლესთან ვერ არიან ბედნიერი, უნდა გაშორდნენ, ადრე თუ გვიან.. ტყუილში ცხოვრება და სხვა ადამიანებიც ჩათრევაც ძალიან საზიზღარი საქციელია..
20:47 / 27-08-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93