შენ დიდი და დამოუკიდებელი გოგო ხარ, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა ცხოვრებისგან. ამ დროს უეცრად ცოლიან მამაკაცთან იწყებ ურთიერთობას. რაში გჭირდება ეს?
რა თქმა უნდა, იმიტომ არ ურთიერთობ მასთან, რომ ტელეფონში შენი საკონტაქტო ეწეროს, როგორც მალხაზი - მექანიკოსი, ან იმისათვის, რომ მეგობრებმა არ მოგაძახონ: „რა კოშმარია“. ყველა მედალს აქვს ორი მხარე. თუკი მინუსებზე შენს სიტუაციაში ყველაფერი ასე თუ ისე გასაგებია, პლუსებზე ცალკე, ქალბატონები საკუთარი გამოცდილებით საუბრობენ.
მკითხველების ისტორიები დაოჯახებულ მამაკაცებთან
ორმა გოგონამ გამოგზავნა ისტორია საკუთარ თავზე საყვარლის ფუნქციის მორგებით, რომელიც სხვადასხვა ფინალით დასრულდა.
ნინო, 29 წლის, საყვარლის სტაჟი 5 წელი
- „მე და ნიკამ ერთმანეთი საკმაოდ ბანალურად გავიცანით - სოციალურ ქსელში. ორივე ქორწინებაში ვიყავით და ვეძებდით ინტერნეტსივრცეში ვნებასა და დაუვიწყარ სექსს“, რომელიც გვაკლდა ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა: გავეყარე მეუღლეს, იმიტომ, რომ მეტს ვეღარ ვიტყუებოდი. მასთან კი ყველაფერი უფრო მძიმედ აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, მისი მეუღლე ფეხმძიმედ იყო. სასაცილოა, მაგრამ მე მეკითხებოდა მომავალი ბავშვის სახელის ვარიანტებს. მასთან განშორება არ შემეძლო: ერთად დავმოგზაურობდით, თავისუფალ დროს და საღამოებს ერთად ვატარებდით. გვეჩვენებოდა, რომ ყველაფერი უფრო სერიოზულ სახეს იღებდა და ერთმანეთის შეყვარებას ვახერხებდით. თუმცა დროთა განმავლობაში ნათელი გახდა ის, რომ ასე სამუდამოდ ვერ გაგრძელდებოდა. ერთ დღესაც ავიღე ნივთები და გადავედი სხვა ქალაქში საცხოვრებლად, მაგრამ ჩვენი ისტორია აქ არ დამთავრებულა, რამდენიმე თვეში ნიკამ მითხრა, რომ მეუღლეს შორდება და მთხოვს უკან დაბრუნებას. ჩვენ შევუღლდით უკვე 2,5 წელიწადია. ვზრდით საერთო შვილს - დაჩის. აქვე მინდა გითხრათ, რომ 5-წლიანი არაოფიციალური ურთიერთობის განმავლობაში, არცერთხელ არ მითხოვია მისთვის მეუღლის მიტოვება. თავისი არჩევანი თვითონ გააკეთა.“
ნინოს ისტორია კარგად დასრულდა. ამიტომ მას შეუძლია ამ თემაზე დადებითი კუთხით ისაუბროს და ჩამოთვალა საყვარლის დადებითი მხარეები:
- შენ ხარ ქალი, რომელსაც არ ეშინია სირთულეების, იმიტომ, რომ რომანი დაოჯახებულ მამაკაცთან - საკმაოდ დიდი სირთულეა. თუკი ამ სირთულეს მოჰკიდე ხელი, ესე იგი, ნამდვილი მეომარი ხარ.
- შენ გსურს ურთიერთობები პასუხისმგებლობებისა და წინადადებების გარეშე. ამიტომ ცოლიანი მამაკაცი - იდეალური ვარიანტია შენთვის. როცა დაიღლები ამ ურთიერთობებით, მისწერ, რომ მოგბეზრდა და უსურვებ წარმატებებს თავის ოჯახთან.
- შენ არ გსურს მის ნათესავებთან ურთიერთობა. არავითარი მათთან სტუმრობა, ოჯახური ვახშამი, დღესასწაულების აღნიშვნა.
- ის ზრდასრული და გამოცდილია, რაც ნიშნავს იმას, რომ აქვს ის გამოცდილება, რისი მიღებაც გსურს მისგან საწოლში.
მაგრამ საყვარლობა მამაკაცის არც ისე სასიამოვნო მომენტია, როგორც ჩანს, ერთი შეხედვით, ანის რომანი დაოჯახებულ მამაკაცთან ამის დამადასტურებელია.
ანი, 25 წლის, საყვარლის სტაჟი 1 წელი
- "თორნიკე ჩემი კოლეგაა სამსახურში. მე ვიცოდი, რომ დაოჯახებული იყო, მაგრამ ჩვენ შორის ნამდვილი ვნება იგრძნობოდა. ხშირი და ხანმოკლე შეხვედრები მისი მეუღლის ზარის შემდეგ სრულდებოდა. ერთხელ თორნიკემ თანამშრომლებთან ჩემ წინაშე გამოაცხადა, რომ მისი მეუღლე ორსულად იყო. მე მეგონა, მდუღარე წყალი გადამასხეს. გადავწყვიტე მასთან ურთიერთობის გაწყვეტა, მაგრამ თვითონ არ უნდოდა ჩემი ცხოვრებიდან წასვლა. ბოლო წვეთი აღმოჩნდა ის, რომ დაავიწყდა ჩემი დაბადების დღე. იმ პერიოდისთვის ის უკვე სხვაგან მუშაობდა. მე მივხვდი, რომ რაც უნდა ვიზიდავდეთ ერთმანეთს, ცოლი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მე გავწყვიტე მასთან კავშირი, ხოლო მისი ზარები შეწყდა ოჯახში ქალიშვილის დაბადების მომენტიდან.“
ანიმ ჩამოთვალა ცოლიანი მამაკაცის საყვარლობის უარყოფითი მხარეები:
- ასეთი ურთიერთობების დასრულება ყოველთვის მოგიწევთ. მას არასდროს მოუნდება შენთან ერთად საჯაროდ სიარული. გამოდის, რომ პაემნები ყოველთვის ფარული იქნება და ყოველთვის, ხალხში გასვლისას დაძაბული იქნები, იმიტომ, რომ არ შეიძლება ახლოს იჯდე, აკოცო ან ხელი ჩაჰკიდო.
- მოგიწევს დღესასწაულების მარტო გატარება ან იმ დაქალებთან ერთად შეხვედრა, რომლებიც მარტონი არიან; საკუთარი დაბადების დღის მარტო აღნიშვნა. მას ყოველთვის ურჩევნია, ოჯახთან გაატაროს მნიშვნელოვანი დღეები.
- ეჭვიანობა. თუკი ფიქრობ, რომ არ ხარ ეჭვიანი, დროთა განმავლობაში გახდები. მიხვდები, რომ ეჭვიანობ იმაზეც კი, რომ დილას ერთ საწოლში იღვიძებს თავის ცოლთან, ყოველი მისი ზარის შემდეგ გარბის მეუღლესთან. სწორედ მას შეუძლია მიანიჭოს სტაბილურობა და მუდმივი მზრუნველობა, შენ კი არაფერი გაგაჩნია ვნებიანი სექსისა და მისი ხმამაღალი სიტყვების გარდა.
- დაივიწყე პერსპექტივები ურთიერთობის განვითარებაში. მას ჰყავს საყვარელი მეუღლე, რომელიც უმზადებს სადილს, ურეცხავს ტანსაცმელს, ზრდის მის შვილებს. ცხოვრება აეწყო! და რატომ დაიწყებს სხვასთან გაქცევას და ხელახლა აწყობას?
- შენ ასეთ მამაკაცს ბოლომდე ვერასდროს დაეყრდნობი, ეს „კვანტური“ ადამიანია შენს ცხოვრებაში - ხან არის და ხან არა.
ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობამდე იყავი გულახდილი საკუთარ თავთან, აწონე ასეთთან ურთიერთობის ყველა პლუსი და მინუსი, გააანალიზე რისკები, ღირს თუ არა დროის დაკარგვად და არ მისცე მამაკაცს უფლება, მოგატყუოს!