SEX...

უხერხულია: ყველაზე წარუმატებელი საყვარლები ეკრანებზე

უხერხულია: ყველაზე წარუმატებელი საყვარლები ეკრანებზე
მილიონობით გოგო ოცნებობს ლეონარდო დიკაპრიოს კოცნაზე, აი, ვირჯინია ლედუაინს კი ფილმში „სანაპირო“ ერგო მისი კოცნის ბედნიერება. თუმცა, როგორც ვირჯინიამ აღიარა, ძალიან საშინლად კოცნის ლეო! „მე არ ვისურვები, რომ ჩემი საყვარელი გამხდარიყო - საწოლისა და რომანტიკული სცენების დროს უბრალოდ ვფიქრობდი, რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო ეს.“ - განაცხადა Vancouver Sun-თან ინტერვიუში.

ჩვენ კიდევ რამდენიმე წარუმატებელი ეკრანული კოცნის სცენები მოვაგროვეთ თქვენთვის!
Image result for Неловко: худшие экранные любовники звезд

ბრედ პიტი

  • როცა კირსტენ დანტსმა ფილმში „ინტერვიუ ვამპირთან“ აკოცა ბრედს, ის სულ რაღაც 11 წლის იყო: „ყველა მეუბნებოდა,
    რომ ძალიან გამიმართლა, თუმცა ჩემთვის გულისამრევი იყო. ამის შემდგომ 16 წლამდე არავისთვის მიკოცნია!

ბრედლი კუპერი

  • ჯენიფერ ლოურენსი ფილმში „ჩემი შეყვარებული - შეშლილია“ ჰყვებოდა: „ჩვენ კოცნის სცენა უამრავჯერ გადავიღეთ. უბრალოდ არ შემეძლო მომეთმინა, იმდენად სველი კოცნა ჰქონდა ბრედლის!“ - აღიარა მსახიობმა.

ტომ კრუზი

  • „ეს საერთოდ არ იყო სასიამოვნო. მახსოვს, „მისია შეუსრულებელიას“ გადაღებებიდან რომ ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი, იმედია, მეორედ აღარ მომიწევს მისი კოცნა“ - აღიარა ტენდი ნიუტონმა ინტერვიუში ტომთან კოცნის სცენაზე საუბრისას.

ანჯელინა ჯოლი

  • ჯეიმს მაკევოი - ენჯის კოლეგაა ფილმში „განსაკუთრებით საშიში“, რომელმაც ენჯის კოცნას „მოუხერხებელი“, „სველი“ და არასასიამოვნო" უწოდა.

ჯენიფერ ლოურენსი

  • იქნებ კუპერის ბრალი სულაც არ იყო? ლიამ ჰემსვორტმა, რომელიც ჯენთან ერთად „შიმშილის თამაშებში“ მონაწილეობდა, ამბობდა, რომ კოცნის სცენის წინ ჯენი აუცილებლად მიირთმევდა ხახვს ან თინუსს.

რობერტ პატინსონი

  • „ან სურდო ჰქონდა, ან რაიმე მსგავსი, იმიტომ, რომ ვერასდროს მკოცნიდა ნორმალურად“ - ისაუბრა რიზ უიზერსპუნმა რობერტთან ერთად ფილმში „წყალი სპილოებისთვის“ მონაწილეობისას.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93