SEX...

რა მოსდის სხეულს, როდესაც უარს ამბობთ სექსზე

რა მოსდის სხეულს, როდესაც უარს ამბობთ სექსზე
თუ თქვენ გადაწყვეტთ თავშეკავების პრაქტიკას, ელოდეთ შემდეგ შედეგს:


1. ის მოქმედებს სიზმრებზე

სიზმარი ისეთივე ფუნქციაა ტვინის, როგორც ტკივილი ან სიამოვნება. სამეცნიერო პორტალის - World of Chemicals-ის ავტორები, რომლებიც აღწერენ ზუსტ განსაზღვრებას სიზმრებისა, ამბობენ, რომ პირველი, რასაც შეიძლება ველოდოთ ტვინისგან, ეს არის ხშირი ეროტიკული ხასიათის სიზმრების ნახვა.



2. თქვენ გახდებით უფრო მორცხვი

ბედნიერების განცდაც ქიმიური პროცესია, რომელიც ჩვენს ტვინში ხდება. როდესაც დაკავებული ხართ სასიყვარულო აქტით, ორგანიზმში გამომუშავდება გარკვეული ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც პოზიტიური განწყობის მთელ გამას ქმნის.
როდესაც სხეულს უკრძალავ ამ პროცესს, ამ დროს არღვევ სხეულის ქიმიურ ბალანსს. საბოლოო ჯამში, კარგავ თავდაჯერებულობას. ასეთი რამ ყველას არ ემართება, მაგრამ ვისაც გამოუცდია სხვაობა, კარგად მიხვდება, რაზეა ლაპარაკი.

3. სტრესი

სექსუალური სიახლოვე – ესაა ერთ-ერთი ბუნებრივი საშუალება, გათავისუფლდე სტრესისგან. სექსის გარეშე ნეგატიური ემოციები უფრო ძლიერდება. თავის ტკივილი, უძილობა, მადისა და სიზმრების არქონა – ყველაფერი ეს არის ნიშანი, რომელსაც სხეული გვიგზავნის. სასურველია, ყური დაუგდოთ.

4. დაქვეითებული იმუნიტეტი

იმუნური სისტემა ადამიანისთვის იმიტომ არის შექმნილი, რომ ებრძოლოს მიკრობებს. ხოლო როდესაც ირღვევა მისი მუშაობის სისტემა, ადამიანი სუსტდება და თავს იჩენს სხვადასხვა ავადმყოფობა. ინტიმური სიახლოვე ამაღლებს იმუნიტეტს, ააქტიურებს იმუნოგლობულინის გამომუშავებას, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმს, ებრძოლოს სხვადასხვა დაავადებას.

5. გონებრივი შესაძლებლობები

ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, თუ უარს იტყვის სექსზე, მისი გონებრივი შესაძლებლობები ბევრად ამაღლდება, ხელს შეუწყობს სხვა აქტივობებს, თუმცა ეს ყველაფერი ასე არ არის. ენერგია, რომელსაც არ ვხარჯავთ სექსის გამო, არ სუბლიმირდება სხვა სასარგებლო ენერგიად. თავშეკავება ტვინს სულაც არ ადგება სასარგებლოდ.

თათა შენგელია

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93