SEX...

6 ასტროლოგიური წყვილი, რომელსაც თავაწყვეტილი სექსი აქვს

6 ასტროლოგიური წყვილი, რომელსაც თავაწყვეტილი სექსი აქვს
როგორც მოსალოდნელი იყო, სტატიამ სექსუალურად შეუთავსებელი ასტროლოგიური წყვილების შესახებ საკმაოდ მძაფრი, თუმცა არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ კონკრეტული წყვილის ინტიმურ თავსებადობაზე მხოლოდ და მხოლოდ მათი პირადი რუკების დეტალური განხილვით შეიძლება "დიაგნოზის" დასმა. შესაბამისად, ნურც ქვემოდ მოყვანილ სტატიას მიიღებთ აქსიომად... უბრალოდ გადახედეთ და გაითვალისწინეთ ასტროლოგთა მოსაზრებები:


ვერძი – მორიელი


ვერძი მარსით მართული ზოდიაქოს ნიშანია, ისევე, როგორც მორიელი (მისთვის მარსი თანამმართველ პლანეტად ითვლება). ამიტომ ამ ორს ხასიათსა და ტემპერამენტში ბევრი საერთო აქვს. ორივე
მათგანი აგრესიული, ძლიერი და ფიზიკურად აქტიური პარტნიორისკენ მიილტვის. მორიელი ადვილად იხიბლება ვერძის ცეცხლოვანი ტემპერამენტით და გამოკვეთილი სექსუალურობით. ვერძს კი, თავის მხრივ, მორიელის სიხისტე და იდუმალება ახვევს თავბრუს. ერთიც და მეორეც გამოირჩევა დიდი ფიზიკური აქტივობით და ენერგიის მარაგით, რასაც თან ერთვის სექსში სხვადასხვა სახის ექსპერიმენტის სიყვარული, რაც ვერძს და მორიელს ერთმანეთისთვის შეუცვლელ პარტნიორებად აქცევს ამ კუთხით.

კურო – სასწორი


კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები სექსუალურ მადას ნამდვილად არ უჩივიან. თუმცა კურო სექსუალური კუთხით მხოლოდ კომფორტულ და სტაბილურ პარტნიორთან იხსნება ბოლომდე. სასწორი მისთვის იდეალური წყვილია იმ მხრივ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები დიპლომატიის გრძნობითა და კომპრომისის ხელოვნებით გამოირჩევიან. სასწორის რბილი, მოსიყვარულე ბუნება ადვილად ხსნის კუროს გულისკენ მიმავალ ცხრაკლიტულ კარს, რაც საბოლოო ჯამში საუკეთესო სექსუალური თავსებადობის საწინდარი ხდება. გარდა ამისა, სასწორიც და კუროც პლანეტა ვენერას გავლენის ქვეშ მყოფ ნიშნებს განეკუთვნებიან, რის ხარჯზეც ორივე მათგანი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პარტნიორის ვიზუალურ-ჰიგიენურ მონაცემებს. შესაბამისად, ამ ორს ერთმანეთთან ეს ფაქტორიც დააკავშირებს. კურო ყოველთვის აღფრთოვანდება სასწორის სილამაზით, სასწორი კი, თავის მხრივ, მისცემს კუროს იმ ემოციურ სითბოს, რაც ამ უკანასკნელის სექსუალური პოტენციალის ბოლომდე გამოსავლენადაა საჭირო.

ლომი – ტყუპი


ტყუპი უზომოდ მომხიბვლელი, ქარიზმატული და მოქნილი ხალხის ზოდიაქოა. ტყუპი მუდმივად ცვალებადია, როგორც შინაგანად, ისე ვიზუალურად. ამიტომ ლომი ადვილად იხიბლება მისი ბავშვურობით და კრეატიული ჭკუით. ამასთან, ლომის თავმოყვარეობას ერთიორად ამაღლებს ტყუპის მხრიდან აღფრთოვანებული კომპლიმენტების ზღვა, რომელსაც ეს უკანასკნელი პარტნიორის მიმართ უხვად არიგებს. გარდა ამისა, ბუნებით ექსპერიმენტატორი ტყუპი იმასაც კარგად შეძლებს, რომ ლომს სიამოვნება სხვადასხვა სექსუალური ექსპერიმენტითა და სიურპრიზითაც მიანიჭოს, რასაც იგი გულუხვი საჩუქრებით, ზრუნვითა და დიდი სითბოთი უპასუხებს.
გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93