SEX...

რა არის ქალის პრეზერვატივი და როგორ გამოვიყენოთ

რა არის ქალის პრეზერვატივი და როგორ გამოვიყენოთ
ბაზარზე კონტრაცეფციის მეთოდები სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება. ყოველთვის შეგიძლია აირჩიო შენთვის მოსახერხებელი ვარიანტი. ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა პრეზერვატივის ახალი სახეობა - ქალის პრეზერვატივი.
ქალის პრეზერვატივი კონტრაცეფციის ერთ-ერთი ალტერნატიული მეთოდია. პენისზე დამაგრების ნაცვლად, ქალები მას ვაგინაში იდგამენ.

მოდით, გავერკვეთ, როგორ მუშაობს ქალის პრეზერვატივი



მაშ, ასე! ქალის პრეზერვატივი წარმოადგენს გამჭვირვალე ელასტიკურ მილს, რომელსაც ორივე მხარეს რგოლები აქვს. ერთი რგოლი ვაგინაში, ღრმად იდგმება, მეორე გარეთ რჩება. ამგვარად, ქალის საშოში ერთგვარი გვირაბი კეთდება. ქალის პრეზერვატივები ლატექსისგ
ან ან პოლიურეთანისგან კეთდება და მისი სიგრძე დაახლოებით 8 სმ-ია. ისინი ვაგინის კედლებს ფარავს და არ უშვებს შიგნით სპერმას. ასევე, ვენერიული დაავადებებისგანაც იცავს.
ის რომ გაიკეთოს, ქალმა მოხერხებული პოზა უნდა მიიღოს: დაჯდეს, გაშალოს ფეხები და ჩაიდგას პრეზერვატივი თითის დახმარებით.


მისი მოხსნაც ძალიან მარტივია. ქალმა უნდა მოუჭიროს პრეზერვატივის თავისუფალ ნაწილს, დახუროს გარე რგოლი, როგორც გაბერილ ბუშტზე და გამოიღოს.

ქალის პრეზერვატივის პლუსები და მინუსები


ქალი თავად ირჩევს კონტრაცეფციის სახეობას. ასევე, არ დაგჭირდებათ პროცესის შეწყვეტა, რომ მამაკაცმა პრეზერვატივი გაიკეთოს. ქალს მისი გაკეთება წინასწარ შეუძლია.

მინუსები: ზოგი ქალი მის გაკეთებას დიდ დროს ანდომებს და ამბობს, რომ ეს პროცესი არცთუ ისე მოსახერხებელია. ასევე, ქალის პრეზერვატივთან ერთად ვერ გამოიყენებთ დამატებით ლუბრიკანტს. ასევე, ის მამაკაცის პრეზერვატივზე გაცილებით ძვირია. 

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93