ჩაიცვი თბილი წინდები
კარგი ორგაზმისთვის ჯობს ფეხი თბილად გქონდეს. აარჩიე მუხლამდე სიგრძის, თბილი ნაქსოვი ფუმფულა წინდები. მთავარია რომ ფეხები გქონდეს თბილად. იცოდი, რომ წინდებში ქალები უფრო ადვილად აღწევენ ორგაზმს და ეს გამოგონილი კი არა, არამედ მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია. ჰოლანდიელი მეცნიერის Gert Holstege-ის კვლევის თანახმად, აღმოჩნდა, რომ წინდები ასოცირდება კომფორტთან, ამშვიდებს ქალს, მას აღარ აქვს შფოთვა და შიში. თუ ასი ქალიდან 50 ქალი წინდების გარეშეც აღწევს ორგაზმს, ღუნღულა თბილი წინდებით მათი რიცხვი 80%-მდე ადის.
აანთე სანთლები
დამტკიცებულია, რომ სანთლები ადამიანებზე ახდენს დამამშვიდებელ ეფექტს. განსაკუთრებით ის მნიშვნელოვანია ზამთარში, როდესაც ბუნებრივი განათება მოიკოჭლებს. აბა, სცადე, დაანთე არომატული სანთლები და მაშინვე დაინახავ, როგორ შეიცვლება შენი საძინებელი ოთახი. მით უმეტეს მაშინ, როდესაც სანთლის შუქზე შენი კანი უფრო ხავერდოვანი და ნაზი ჩანს. სანთლები ასოცირდება არა მარტო სიმშვიდესთან, არამედ რომანტიკასთანაც.
ხომ არსებობს ცნობილი გამოთქმა: «სანთლის შუქზე ვახშამი». სასურველია, განწყობის მიხედვით შეარჩიო სანთლის სურნელი და ფერები.
დალიე ცხელი ჩაი ან გლინტვეინი
ცოტა ალკოჰოლი სექსის წინ მოგადუნებს და დაგამშვიდებს. მთავარია, არ გადააჭარბო. ნახევარი ჭიქაც საკმარისია. გათბები არა მარტო გარეგნულად, არამედ შინაგანადაც.
ზეთის წასმა
ზამთარში კანი ძალიან მალე შრება. ამიტომ შხაპის მიღების შემდეგ სასურველია კარგად დაირბილო კანი კოსმეტიკური რძით ან ზეთით. ჰოდა, რატომ არ შეიძლება ეს კოსმეტიკური რიტუალი ვაქციოთ სექსად? სთხოვეთ თქვენს პარტნიორს, წაგისვათ ზეთი ზურგზე. ვინ იცის, კიდევ რა მოხდება ამის მერე?
გამოიყენეთ ძალიან ფუმფულა პლედი
რატომღაც არავის გვყოფნის სითბო ზამთარში. სითბოს მოპოვება-შენახვაში დაგვეხმარება კეთილი ძველი პლედი, რომლის ქვეშ შეგვიძლია ისეთები ჩავიდინოთ.... ოოო....
გაიხსენეთ «კოვზის» პოზა
ძალიან «ჩახუტებული » და სანდო პოზაა, რომელიც რიგი მანევრებისთვისაც ტოვებს ადგილს. შენ შეგიძლია აკონტროლო შეღწევის სიღრმე და მისი მოძრაობის ინტენსივობა. ყველა შემთხვევაში, «კოვზები » — ეს არის ნელი სექსი და პოზა, რომელიც გვჩუქნის სასიამოვნო შეგრძნებებს, დაცვის და კომფორტის განცდას.
დაკავდით სექსით დღისით
უცნაური რჩევა, მაგრამ საკმარისია, ერთხელ გასინჯო და შენ მიხვდები, რომ ეს იყო კარგი იდეა. საქმე იმაშია, რომ შემოდგომა-ზამთარში ტესტოსტერონის რაოდენობა იწევს დაბლა, მაგრამ ძლიერი ნათება ნებისმიერ ლიბიდოს გამოაღვიძებს.
დატოვეთ მხოლოდ შეგრძნებები
აუხვიეთ ერთმანეთს თვალები და იმოქმედეთ მხოლოდ ხელებით. შეისწავლეთ ერთმანეთის სხეული, გაიგეთ ახალი, უჩურჩულეთ რომანტიკული ფრაზები ერთმანეთს. გაუკეთეთ მასაჟი. იქნებ მოვიდა დრო, თქვენი ლოგინის თამაშები გაამდიდროთ dirty talk-ით? არ უთხრათ საკუთარ თავს უარი.
თათა შენგელია
წყარო: cosmopolitan