ხანდახან ქალებს აღელვებთ ის ფაქტი, რომ სულ არ უნდათ სექსი. ადრე უნდოდათ, ახლა აღარ. და ეს ყველაფერი ნორმალურია? ღირს დასაფიქრებლად თუ გადაივლის? არსებობს მეორე უკიდურესობაც - მუდმივად სექსის სურვილი.
მოდით, გულწრფელად ვთქვათ, შენი პარტნიორი თვლის, რომ შენ ძალიან ხშირად გინდა სექსი და ამას ამბობს ცოტა საწყენად, ირონიით. არ იფიქროთ, რომ თქვენშია პრობლემა. უბრალოდ მთელი პასუხისმგებლობა თქვენზე უნდა, რომ გადმოიტანოს. გააცნობიერეთ, რომ ორივეს გაქვთ სხვადასხვა ტემპერამენტი და თქვენი სურვილი, გქონდეთ ხშირი სექსი. ეს არის შიში, რომ ამ ყველაფერს ის თავს ვერ გაართმევს.
არსებობს თუ არა ზღვარი?
არა. არ არსებობს არანაირი ზღვარი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენჯერ უნდა გინდოდეთ პარტნიორი. ნუ, ჰო... არსებობს რაღაც სტატისტიკები, სადაც აღწერილია, საშუალო ასაკის ადამიანი რა სიხშირით უნდა კავდებოდეს სექსით. ზოგისთვის ნორმალურია კვირაში ერთხელ, ზოგისთვის - კვირაში ორჯერ ან სამჯერ. თუმცა, სიმართლე მხოლოდ ისაა, რომ ეს არის მიახლოებული ფაქტები და არა აქსიომა.
არაფრისმთქმელი ფაქტებია. შენ შეიძლება გქონდეს ცოტა სექსი ან ბევრი, შენი სურვილის მიხედვით. ასე რომ, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავს ჰკითხო, ხშირად ხომ არ ვკავდები სექსით, კითხვა დასვი შემდეგნაირად: - "კმაყოფილი ხარ თუ არა იმ რაოდენობის სექსით, რაც შენს ცხოვრებაშია?"
ექიმო, რა მჭირს?
აი, სრულიად ნორმალური მიზეზები, თუ რატომ გსურს სექსი ასე ხშირად:
- შენ გაქვს მაღალი ლიბიდო;
- შენ ახდენ დემონსტრირებას შენი სიყვარულისას პარტნიორის მიმართ;
- სექსი გეხმარება სტრესის გადაგორებაში;
- ცდილობ, რომ დაორსულდე;
- ძალიან მოგწონს და გსიამოვნებს.
მთავარი სიმპტომი "ძალიან ბევრი სექსისა" — ეს არის მოწყენილობა... რაღაც მოგბეზრდა და სექსით მხოლოდ იმიტომ ხარ დაკავებული მასთან, რომ ასე მიეჩვიე. ცდილობ, ვნებით ამოავსო არსაიდან მოსული სიცარიელე... თუ რეალურად გაწუხებს ეს ყველაფერი, აუცილებლად მიდი სექსოპათოლოგთან, რადგან ხშირად სექსის მუდმივი სურვილი და დაუკმაყოფილებლობა შესაძლოა იყოს რაიმე დაავადებასთან კავშირში.
თათა შენგელია
წყარო: cosmopolitan