SEX...

მეტი ემოცია! 6 ნაბიჯი ინტიმური ცხოვრების გასაუმჯობესებლად

მეტი ემოცია! 6 ნაბიჯი ინტიმური ცხოვრების გასაუმჯობესებლად
ვინ არ ოცნებობს საოცარ, თავბრუდამხვევ სექსზე?
თუმცა ის თავისთავად არ მოდის. იშვიათად ხდება ასე. კარგი სექსისთვის საჭიროა იყო მზად და გახსნილი.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ წარსულის გამოცდილება ხელს არ უნდა უშლიდეს აწმყოს. თუ გადის დრო და შენ ჯერ კიდევ ვერ ენდობი პარტნიორს, რომ გაიხსნა მის წინაშე და მთლიანად მიეცე სასიამოვნო პროცესს, სჯობს დაფიქრდე დაშორებაზე; მაგრამ თუ მზად ხარ იმუშაო საკუთარ თავსა და თქვენს ურთიერთობაზე, მაშინ ყურადღებით გაეცანი ამ 6 რეკომენდაციას:

  1. ისუნთქე ღრმად და ნელა. დაე,
    ამოსუნთქვა იმაზე ღრმა და ხანგრძლივი იყოს, ვიდრე ჩასუნთქვა. ეს ამშვიდებს როგორც ნერვულ სისტემას, ასევე დაძაბულ ორგანიზმს.
  2. ორიენტირდი შენს ემოციებსა და ფიზიკურ შეგრძნებებზე.
  3. დააკვირდი ყველა გრძნობის ორგანოს. დაიმახსოვრე, რომელი შეგრძნებები მოგწონს და რომელი არა; ოთახში ცივა თუ ძალიან ცხელა; როგორი თეთრეულია ლოგინზე; უცნური სუნები. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ფაქტორია სექსისთვის.
  4. განიხილე ეს შეგრძნებები პარტნიორთან.
  5. იექსპერიმენტე ეროგენულ ზონებზე, არ შეეხო ინტიმურ ადგილებს. მუცელი, მკერდი, მხრები, კისერი.
  6. ახლა გადადი ინტიმურ ადგილებზე. გამოიკვლიეთ ერთმანეთი, თქვენი განცდები, შეგრძნებები, თუ როგორ ან სად მოგწონთ შეხება.

თათა შენგელია
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93