ფიქრობ, რომ ძალიან გაცნობიერებული ხარ სექსში და უკვე ყველაფერი იცი, რაც მსოფლიოში ყველაზე სასიამოვნო და სასარგებლო სფეროს ეხება?
ბაბუაჩემიც ასე ფიქრობდა, სანამ საკაბელო ტელევიზიას გაიყვანდა.
სექსი დიდი ხანია, რაც აღარ არის ტაბუ. არც უნდა იყოს. ეს არის ადამიანის ცხოვრების ისეთივე განუყოფელი ნაწილი, როგორც ჭამა, სუნთქვა, დასვენება ან სულაც, ოცნება უკეთეს მომავალზე. სექსში სამარცხვინო არაფერია და ყველაფერი მისაღებია, რაც სიამოვნებას გვანიჭებს და რაც გვინდა.
სექსი მოიცავს ძალიან საინტერესო ფაქტებს და ახლა სწორედ მსგავსი ფაქტების შესახებ მსურს გესაუბროთ.
ალბათ, ყველას გსმენიათ მის შესახებ. ეს არის სექსის უძველესი სახელმძღვანელო. ძალიან საინტერესო და სასარგებლო, სხვათა შორის. მაგრამ შესაძლოა, თქვენ არ იცით, რომ მის ავტორს, მალანგა ვატსიაიანას ცხოვრებაში სექსი არასოდეს ჰქონია.
2. ცუდი მანერების ქონა
როცა სექსის დროს ტელეფონზე ურეკავენ, გერმანიაში ქალების 17% და მამაკაცების 10% ყურმილს იღებს. ეს სოციალური კვლევით დაადგინეს.
3. გასაოცარი ამაში არაფერია
ინდაურების და ჟირაფების უმრავლესობა ბისექსუალია.
4. კაცი სამზარეულოში!
როგორც კალიფორნიელმა მკვლევარებმა დაადგინეს, იმ მამაკაცებს, რომლებიც ჭურჭელს რეცხავენ, საჭმელს ამზადებენ და ქალებს სახლის საქმეებში ეხმარებიან, 50%-ით უფრო ხშირად აქვთ სექსი, ვიდრე საოჯახო საქმეებში გამოუსადეგარ მამაკაცებს. ასე რომ, გინდა სექსი? აიფარე წინსაფარი, დადექი გაზქურასთან და იმუშავე, მეგობარო! გაგრძელება