SEX...

მიკროსკოპის ქვეშ: რა გავაკეთოთ, თუ პარტნიორს პატარა პენისი აქვს?

მიკროსკოპის ქვეშ: რა გავაკეთოთ, თუ პარტნიორს პატარა პენისი აქვს?
ის არის ჭკვიანი, კეთილი, მასთან ძალიან კარგია, მაგრამ ასეც ხდება, სადღაც ბევრია, სადღაც ცოტა. - რა გავაკეთოთ, თუ აღმოაჩინე, რომ შენს პარტნიორს პაწუკა პენისი აქვს?

გაჩუმდი!

მოდი, დავიწყოთ იმით, რაც ისედაც ფაქტია - არ გაიცინო, არ გაეხუმრო, არ გამოიყენო მისთვის უხერხული ტერმინები, როგორებიცაა: «ზაზუნა», «მიკრობი». და მთავარი — არ მოატყუო. სერიოზულად. მან კარგად იცის, რომ შენ იცი, რომ მან იცის. ისიც იცის, რომ ვერ წაიტრაბახებს გიგანტური ყაბაყით. ნურც საპირისპიროში დააჯერებ. ყალბია ეს ყველაფერი და სადღაც დამამცირებელიც.
უბრალოდ გაჩუმდი.

დაელაპარაკე მას

ოღონდ არა მასწავლებლის ტონით: «აბა, რა უნდა გავაკეთოთ ახლა?» ჩვეულებრივად განიხილეთ. მთავარია, გაიგოთ, მზადაა თუ არა ის, რომ ცოტა გაისარჯოს, მზადაა თუ არა, რომ მოგანიჭოთ სიამოვნება არამხოლოდ პენისით. თუ არ არის ღია სიახლეებისთვის, მაშინ პრობლემაა, ბევრი სამუშაო გექნებათ, დაარწმუნოთ საპირისპიროში.

არ მოუყვე დაქალებს

დამიჯერე, ეს ყველაფერი შეიძლება უკან დაგიბრუნდეს ყველაზე მოულოდნელ და შეუსაბამო დროს. ვიღაც გადააჭარბებს ალკოჰოლს და ყველაზე შეუსაბამო მომენტში დააბრეხვებს რაღაც უხერხულს, ისე, რომ მას მიახვედრებს - ჩვენ ყველაფერი ვიცით. და ამის მერე... აი, ამის მერე თქვენს ურთიერთობას დიდი იქსიც დაესმება. რაღაცები, რაც თქვენ ორს გეხებათ, სჯობს, თქვენ შორის დარჩეს.

მოუყევი მას, თუ როგორ...

არ დაიჯერო, რომ სექსი ეს არის «პენისი ვაგინაში» — რომ ეს ერთადერთი საშუალებაა მიიღო სიამოვნება და ორგაზმი. ჩართე ყველა ის არსენალი, რომლის მოძიებაც შეგიძლია.
  • სათამაშო ფალოსი, შენთვის საჭირო ზომის;
  • ფინგერინგი;
  • კუნილინგუსი ( ბოლოს და ბოლოს!).

ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკა, რომელსაც მიჰყავხარ ორგაზმამდე. პრობლემა არ არის პატარა ასო, პრობლემა ხშირად ერთფეროვანი სექსი უფროა და ბოლომდე არგახსნა ერთმანეთთან. ილაპარაკეთ, გააანალიზეთ, იყავით გულწრფელები.

თათა შენგელია
წყარო
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93