კორონავირუსის მსოფლიო მასშტაბით გავრცელებამ საზოგადოება ძლიერ პანიკაში ჩააგდო. ადამიანები ვირუსისგან თავდაცვის მიზნით უამრავ ხერხს მიმართავენ. ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა სექსი ან კიდევ უბრალოდ კოცნა კორონას პერიოდში.
1. უნდა შევწყვიტოთ თუ არა შეხვედრები (პაემანი)
ყოველდღე რაღაც ახალს ვკითხულობთ სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით. ლოგიკურად უამრავი კითხვა გვიჩნდება, მათ შორის, ისიც, რომ შეიძლება თუ არა პაემანი კორონას პერიოდში? - შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ წყვილი 100%-ით დარწმუნებულია, რომ დაინფიცირებული არ არის. ტინდერის სახელწოდების სოციალურმა ქსელმაც კი ახალი წესები შემოიღო კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით... ხოლო ჯანმო გვაფრთხილებს, რომ ახალ ურთიერთობებს მაქსიმალურად მოვერიდოთ.
2. კარანტინის ვითარებაში შესაძლოა თუ არა შეყვარებულთან სეირნობა ან კიდევ უბრალოდ შეხვედრა?
ზოგადად, კარანტინი 14-დღიანია. ამ პერიოდში როგორც საყვარელი ადამიანის, ასევე ოჯახის წევრებისგანაც თავი შორს უნდა დაიჭიროთ. უნდა გქონდეთ საკუთარი ოთახი და ნივთებიც ხშირად გაწმინდოთ. ასე რომ, კარანტინის პერიოდში რომელ სიყვარულზეა ლაპარაკი... დაივიწყეთ ყველაფერი 14 დღით! განაგრძეთ კითხვა