პირველი სექსუალური კონტაქტი დამოკიდებულია ოჯახის კეთილდღეობაზე, პიროვნების ინტელექტსა და განათლებაზე. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებლები, მით გვიან ხდება ქალიშვილობის დაკარგვა.
სინამდვილეში ამ ასაკში თინეიჯერების უმრავლესობა მხოლოდ საუბრობს სექსზე. ბიჭებს კი იმისათვის, რომ თავიანთი მამაკაცობა წარმოაჩინონ, ტყუილების წერაც უყვართ. პირველი სექსუალური კონტაქტი დამოკიდებულია ოჯახის კეთილდღეობაზე, პიროვნების ინტელექტსა და განათლებაზე. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებლები, მით გვიან ხდება ქალიშვილობის დაკარგვა.
საქალწულე აპკის ანატომიური აგებულება, კერძოდ კი, მისი სიმკვრივე, ინდივიდუალურია და ასაკზე მისი მდგომარეობა არ არის დამოკიდებული. თუ საქალწულე აპკი 18 წლის ასაკში ელასტიკური იყო, 28 წლისაშიც ასეთივე იქნება.
მანამ არ ჩამოყალიბდება მიკროფლორა (17-18 წლის ასაკში), საქალწულე აპკი ინფექციისთვის დაბრკოლებაა. საშოში ამ დრომდე ეპითელის ძალიან თხელი შრეა და ის ადვილად ტრავმირდება. ამიტომაც ადრეულმა სქესობრივმა კავშირმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ანთებითი პროცესები და უნაყოფობაც კი.
თავის დროზე ბევრ ექიმსაც კი მიაჩნდა, რომ თავის ტკივილები, გამონაყარი სახეზე - დაგვიანებული პირველი სქესობრივი აქტის ბრალია. შესაძლოა, ეს დაავადებები ჰორმონალური დისბალანსით იქნეს გამოწვეული, მაგრამ არანაირად არ არის დამოკიდებული საქალწულე აპკის დარღვევასთან. ძირითადად, ყველა პრობლემა ფსიქიკიდან მოდის.
გინეკოლოგთანაც და უროლოგთანაც ჯერ კიდევ 6-7 წლის ასაკშია საჭირო ვიზიტი. დაიმახსოვრეთ, რომ თანამედროვე მედიცინას ძალუძლს გაუმკლავდეს ნებისმიერ დაავადებას საწყის ეტაპზე.
რა თქმა უნდა, ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ ნორმალურ სიტუაციაში, თუ ქალიშვილი ნორმის ფარგლებში აღგზნებულია, ტრავმული და მტკივნეული ქალწულობის დაკარგვა არ იქნება.
როგორც ყველაფერში, ამ შემთხვევაშიც სასურველია, ასე იყოს. პირველ რიგში იმიტომ, რომ გამოცდილი პარტნიორი პირველივე ცდაზე განაცდევინებს ქალს სიამოვნებას, მაგრამ ეს არანაირ კავშირში არ არის პარტნიორის ასაკთან.
თბილი წყალი ადუნებს კუნთსა და ნერვულ დაბოლოებებს, ხელს უშლის სპაზმის წარმოქმნას და ამცირებს ტკივილს.
თანამედროვე პრეზერვატივები სპეციალური ნივთიერებით არის დამუშავებული, რომელიც სქესობრივ კავშირს პირიქით - ამარტივებს.
აბსოლუტურად შესაძლებელია. ქალის ორგანიზმი ფეხმძიმობისთვის 11-12 წლიდან მზადაა, თუმცა ორგანიზმი დედობისთვის ბოლომდე 18 წლიდან არის მომწიფებული.