SEX...

6 მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც უნდა იცოდეთ სექსზე 40 წლის ასაკის შემდეგ

6 მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც უნდა იცოდეთ სექსზე 40 წლის ასაკის შემდეგ
ალბათ გსმენიათ, რომ ქალისთვის ცხოვრება 40 წლის შემდეგ იწყება და ეს სექსუალურ მხარესაც ეხება.
ჩვენ ამ მოსაზრებას ვეთანხმებით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არსებულ ეტაპზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ იცოდეთ, რომ სექსმა სიხარული და სიამოვნება მოგანიჭოთ.

ღირს თუ არა პრელუდიის გახანგრძლივება


დიახ, ღირს. 40 წლის შემდეგ, ქალის სხეული გარკვეულ პროცესებს გადის. აქ ყურადღება ჰორმონებზე და აღგზნების თემაზე უნდა გავამახვილოთ. აუცილებელია, რომ სექსი არ გძაბავდეთ და თქვენც და თქვენი პარტნიორიც თავს კომფორტულად გრძნობდეთ. ამრიგად, უფრო მეტი დრო და
ყურადღება უნდა დაეთმოს შემდეგ წინაპირობას: გარკვეული ზონებზე ნაზად შეხება და პრელუდიის გახანგრძლივება ხელს შეუწყობს სექსის „სრულყოფას“ და მოთხოვნილებას ზრდის.

ღირს, რომ თქვენს გულზე იზრუნოთ


სექსი არა მხოლოდ სიამოვნება, არამედ ერთგვარი კარდიოვარჯიშიც არის. ის გულისა და სისხლძარღვებისთვის სასარგებლოა, რის შესახებაც ინფორმაცია თითქმის ყველას აქვს. იმისათვის, რომ თქვენი ურთიერთობა პრობლემების გარეშე მიმდინარეობდეს, მნიშვნელოვანია, რომ სპორტით დაკავდეთ და თქვენს ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. სპორტდარბაზში სიარული და სწორად შერჩეული ვარჯიშები მშვენიერი გადაწყვეტილებაა. რაც უფრო აქტიური ცხოვრების წესი გექნებათ, მით უფრო დიდი შანსია, რომ სექსთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზე იყოს.

შესაძლებელია, რომ სექსი იმაზე ნაკლებად გსურდეთ, ვიდრე ადრე


40 წელს გადაცილებული ქალის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს პერიოდი, როცა მისი ლიბიდო ქვეითდება, იმიტომ, რომ მოგვიანებით გამოიღვიძოს.
ეს სავსებით ნორმალური პროცესია და ასეთ პერიოდებში თქვენ ნამდვილად არ უნდა აიძულოთ საკუთარი თავი, რომ სურვილების პროვოცირება მოახდინოთ. ყველაფერი დროულად დაბრუნდება, მთავარია არ ინერვიულოთ და საკუთარ შეგრძნებებს მიენდოთ.



ორგაზმის მიღწევა უფრო მარტივია


არსებობს მოსაზრება, რომ რაც უფრო გემატებათ ასაკი, მით უფრო გაგიადვილდებათ ორგაზმის მიღწევა. როგორც წესი, 40 წლის ასაკში ქალი თავის სხეულს კარგად იცნობს და გაეგება ის, თუ რისგან შეუძლია მაქსიმალური სიამოვნების მიღება.
ასე რომ, 40+ ასაკი საუკეთესოა ექსპერიმენტების ჩასატარებლად.

ნუ შეუშინდებით სიმშრალეს


40 წლის შემდეგ, ბევრი ქალბატონია, ვისაც სიმშრალის უსიამოვნო პრობლემასთან შეჯახება უწევს. ეს ყველაფერი კი ესტროგენის (ქალური ჰორმონის) დონის დაქვეითების გამო ხდება.
შესაბამისად, სექსი ხშირად არასასიამოვნო და საზიანო ხასიათს იღებს. იმისათვის, რომ საშოს დელიკატური კედლების დაზიანება არ მოხდეს, გამოიყენეთ სპეციალური საშუალებები, რომლებსაც რეკომენდაციას ექიმებიც უწევენ.

ღირს, გაზრდილ რისკებზე დაფიქრება


სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და ეს 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის ერთ-ერთი მოწინავე პრობლემაა.
გამოკითხვები და კვლევები ადასტურებს, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფის ქალებში რისკი უფრო დიდია, ვიდრე ეს 20 წლის გოგოების შემთხვევაშია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება კავშირში იყოს ერექციის შესუსტებასთან, აგრეთვე არასასურველი ორსულობის ნაკლებად კონტროლის სურვილთანაც.
- შედეგად, ქალები ისეთი დაჟინებით აღარ ითხოვენ კონდომის გამოყენებას, როგორც ადრე. უსაფრთხო სექსი ნებისმიერ ასაკში შესანიშნავი არჩევანია.

წყარო: goodhouse.ru
ბეჭდვა
e87a93