- ნიდერლანდების ხელისუფლებამ თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა სექსისთვის პარტნიორის მოძებნისკენ. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ნიდერლანდების ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს ფიზიკური სიახლოვის სასარგებლო თვისებები. შესაბამისად, მარტო დარჩენილი ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თვითიზოლაციის დროს აუცილებელია სექსისთვის პარტნიორის ყოლა.
- ადამიანები ჯანმრთელობაზე ნერვიულობის გამო სტრესში ვარდებიან, არ იციან, რა ელით მომავალში და როდის დასრულდება ეპიდემია. ემოციური კონტაქტი ოქსიტოცინისა და კორტიზოლის გამომუშავებაში დაეხმარებათ, რაც შედეგად სტრესის მოხსნასა და დამშვიდებას განაპირობებს, ეს კი დადებითად აისახება ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე. დამტკიცებულია, რომ დღეში შვიდჯერ ჩახუტება ადამიანს ბედნიერს ხდის, ტაქტუალური შეგრძნებები კი, რომლებსაც სექსი განაპირობებს, იზოლაციის პროცესს მარტივად გადასატანს ხდის.
- თუმცა ექსპერტები აქვე იძლევიან რეკომენდაციებს, რომ პარტნიორის არყოლის შემთხვევაში, სექსის დროს უმჯობესია რეგულარულად მხოლოდ ერთ ადამიანთან გქონდეთ შეხება, ვინაიდან რაც უფრო მეტ ადამიანთან გექნებათ კომუნიკაცია, უფრო დიდია დაინფიცირების შანსი, ხოლო მათ, ვინც დაინფიცირდნენ კორონავირუსით, უმჯობესია, თავი შეიკავონ პარტნიორთან სიახლოვისგან. მეცნიერების რჩევით, დაინფიცირების შემთხვევაში სექსტინგი ან ეროტიკული თამაშები მანძილზე საუკეთესო გამოსავალია.
პარალელურად, დიდ ბრიტანეთში ხელისუფლებამ გასცა რეკომენდაცია: თუკი პარტნიორები ერთად არ ცხოვრობენ, მაშინ უმჯობესია, კარანტინის პერიოდში თავი შეიკავონ შეხვედრებისგან ან ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად. ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ექიმმა ჯენი ჰარისმა განაცხადა: „ეს მეთოდი საუკეთესოა ურთიერთობის სიმყარის შესამოწმებლად, რაც მოგცემთ საშუალებას, მიიღოთ გადაწყვეტილება, მომავალში ერთობლივად თანაცხოვრების თაობაზე.“