სექსუალური ჯანმრთელობისა და ქცევის ორგანიზაციამ, Providr-მა 2009 წელს ჩაატარა სოციალური კვლევა და დადგინდა, რომ ქალების 30% სექსუალური კავშირის დროს განიცდის ტკივილს. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი მაჩვენებელი არ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნორმალურია. ნებისმიერი ტკივილი, რომელსაც პარტნიორთან ინტიმური ურთიერთობის დროს განიცდით, აუცილებლად მოითხოვს ექიმთან ვიზიტს, რათა მოხდეს მიზეზის დადგენა და მკურნალობა, რომ დალაგდეს თქვენი და პარტნიორის ურთიერთობა და მეტი კმაყოფილება მიიღოთ.
მიზეზები, თუ რატომ არის სექსი ზოგჯერ მტკივნეული:
1. მოფერების უკმარისობა
ერთ-ერთ მიზეზად, თუ რატომ შეიძლება სექსი იყოს მტკივნეული, სახელდება "მოფერების უკმარისობა". პარტნიორის გულგრილობა და მხოლოდ პროცესზე ფიქრი ქალს "მზადყოფნაში" ვერ აგდებს. ამიტომ მოსადუნებლად საჭიროა ცოტა მოფერება.
2. ვაგინალური ინფექცია
სხვადასხვა სახის ინფექცია, მაგალითად, როგორიცაა ტრიქომონა, სქესობრივი აქტის დროს ტკივილის მიზეზი ხდება. ეს ინფექცია კი ამ დროს გადამდებიცაა. თუ განიცდით აქტის დროს ტკივილს, ზოგადად კი, ქავილსა და წვას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. გაგრძელება