როლის მორგება და თამაშები თქვენი სექსუალური ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად ყველაზე მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური გზაა.
თუ მორცხვი ხართ ან არ ხართ დარწმუნებული თქვენს სამსახიობო შესაძლებლობებში, მერწმუნეთ, სამსახიობო უნარი აქ მთავარი წინაპირობა არაა. საჭიროა ცოტა წარმოსახვა და იუმორის გრძნობა.
რატომ გვჭირდება ეროტიკული თამაშები
ხანგრძლივმა ურთიერთობებმა და ერთად ცხოვრებამ არაერთი ყოველდღიური ჩვევა შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში.
პრობლემები ვნების ცეცხლის ჩაქრობას იწვევს და დროთა განმავლობაში სექსი შეიძლება „ხუთშაბათის ჩვევად“ იქცეს.
მსგავსი მოვლენა ხშირია, რადგან ყოველდღიური საქმეები და ცხოვრებისეული სირთულეები უფრო მეტად იკავებს ჩვენს გონებას, ვიდრე რომანტიკულ საღამოებზე ფიქრი. აქტუალობა შეიძლება დაკარგოს იმან, რაც ურთიერთობის პირველ თვეებში გაფიქრებდათ. სექსუალურ ცხოვრებაში რეალური სირთულეები იწყება მაშინ, როდესაც ისეთი ერთი შეხედვით ეფექტური და სასიამოვნო მეთოდიც კი, როგორიცაა სექსი, ზოგადი თუ პირადი პრობლემებისგან ყურადღების გადატანის საუკეთესო გზა აღარაა.
როლები შეიძლება სხვადასხვა იყოს, სიუჟეტი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მაგალითად, თითოეულ წყვილში ყოველთვის ერთი პარტნიორი უფრო დომინირებს. ამგვარ თამაშში თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, რომ ადგილებიც გაცვალოთ: მაგალითად, გახდეთ მკაცრი მასწავლებელი და ცუდი საქციელის გამო დასაჯოთ. უნდა გაითვალისწინოთ ისიც, პარტნიორს როგორი დღე ჰქონდა. თუ მასში აღშფოთება და უკმაყოფილებაა დაგროვილი, განტვირთვაში უნდა დაეხმაროთ.
იმისთვის, რომ სახლის გარეთ არსებულმა პრობლემებმა ურთიერთობაზე გავლენა არ მოახდინოს, სწორი სტრატეგია შეარჩიეთ. თუ საყვარელი ადამიანი უფროსთან ცხარე კამათის შემდეგ ბრუნდება სახლში, შეიძლება ის იმ ღამით უფროსად მოგევლინოთ, რომელსაც თქვენი დასჯა უნდა.
როლური თამაშისთვის მზადება: სცენარი, წესები და ინვენტარი
პირველ რიგში, დაფიქრდით, რა სირთულეებსა და იმედგაცრუებებს შეხვდით აქამდე ერთობლივ ცხოვრებაში, პარტნიორულ ურთიერთობაში.
თუ ეროტიკულ თამაშებთან დაკავშირებით გამოცდილება არასდროს გქონიათ, ეს მიდგომა დაგეხმარებათ, შეარჩიოთ როლები და დაძაბულობისგან გათავისუფლდეთ, რომელიც ურთიერთობის სიღრმეში დაგროვდა. თუმცა, გაითვალისწინეთ, არასწორად შერჩეულმა როლმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს.
შეეცადეთ გაარკვიოთ, რა აწუხებს თქვენს პატნიორს, ამოიცნოთ სუსტი წერტილები, დაიჭიროთ შემთხვევითი ფრაზები. მაგრამ ამაზე ღიად არ უნდა ელაპარაკოთ, რომ სკანდალის რისკი აიცილოთ და ის, რასაც აპირებთ, სახალისო თამაშად დარჩეს.
მისი ფანტაზიების უკეთ გაცნობაც არ იქნება ურიგო, ყველა ადამიანს თავისებური ემოციური მიდგომა და ოცნებები აქვს.
როლების გადასაწყვეტად კიდევ ერთი ვარიანტი საკუთარი თავის შესწავლაა: იფიქრეთ იმაზე, რისი მოსინჯვა გსურთ, რა ეროტიკული ფანტაზიები გაქვთ, ყველაზე მეტად რა სახის ტანსაცმელი ან ატმოსფერო მოგწონთ.
შემდეგი ეტაპი კოსტიუმებია. აქ ყველაფერი უფრო მარტივადაა - გადახედეთ თქვენს გარდერობს, რომ შესაბამისი ტანსაცმელი მოძებნოთ (მაგალითად, მასწავლებლის ან უფროსის როლს თუ ირგებთ, სამოსის შერჩევაც ადვილი იქნება). ან შეგიძლიათ სექს-შოპს ესტუმროთ.
როლის შესრულების სავალდებულო წესები:
- თამაში მოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე იწყება. გაუგზავნეთ თემატური მესიჯი თქვენს პარტნიორს (მაგალითად, „ექიმო, თავი მტკივა, შეიძლება დღეს თქვენთან მოვიდე ვიზიტზე?“) - ამ მომენტში უკვე თამაშობთ. ასე რომ, გამორიცხეთ ისეთი ყოველდღიური შეტყობინებები, როგორიცაა: „პური ამოიტანე “. ასევე, შეგიძლიათ მიანიშნოთ თქვენს პარტნიორს, მაგრამ უნდა დარწმუნდეთ, რომ იპოვის მინიშნებას.
- ნუ წამოიწყებთ, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ. ყველაზე ცუდი მომენტი იქნება, რომ დღის განმავლობაში ერთმანეთს მსგავს შეტყობინებებს სწერდეთ და ბოლო მომენტში გადაიფიქროთ. ასეთი ცვალებადობა თქვენს ურთიერთობაზე დადებითად არ აისახება.
- არ გამოიცვალოთ ტანსაცმელი ბოლო მომენტში და რა იდეის მიმართაც შეამზადეთ, ისევ იმ იდეას მიჰყევით. უნდა შეხვდეთ სწორედ ისეთ ფორმაში გამოწყობილი, როგორი მოლოდინიც აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში "მაგია" არ იმუშავებს.
- ითამაშეთ ბოლომდე. არცერთი თქვენგანი არ უნდა გამოვიდეს როლიდან. თუნდაც იმიტომ, რომ პარტნიორის ძალისხმევა უნდა დააფასოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი ნაბიჯები ურთიერთობაში მხოლოდ პრობლემების გამწვავებას გამოიწვევს.
- იმპროვიზაცია. თუ თავდაპირველად მზა სცენარი არ გქონიათ ან სცენარი ვერ ხორციელდება, თამაში შეიძლება უინტერესო გახდეს. ამიტომ წინასწარ გათვალეთ.
- ნუ ეცდებით იმას, რომ ნამდვილ მსახიობს დაემსგავსოთ. ჰამლეტის მონოლოგების წაკითხვა პარტნიორის წინაშე სრულიად ზედმეტია.
- საჭიროა თამაშის მთავარ მიზანზე ფოკუსირება, ეს კი - ხარისხიანი სექსია.
- სხვის როლს ნუ გადააჭარბებთ. თუ პარტნიორი სცენარში დომინანტია, ეს ასეც უნდა დარჩეს. ანალოგიურად, თუ დომინირებთ - ნუ დაუშვებთ, რომ პარტნიორს როლი შეუცვალოთ. გამოუცდელმა მოთამაშეებმა სჯობს წესები ერთმანეთთან წინასწარ დააზუსტონ.
- ნუ გაიხდით დროზე ადრე.
ზოგიერთი თამაში, განსაკუთრებით კი, რომელიც BDSM სათამაშოების გამოყენებას ითვალისწინებს, სიტყვების წარმოთქმასაც მოითხოვს. თუმცა სიტყვა მარტივი უნდა იყოს.
მაგალითად, თუ კლინიკაში მომუშავე პერსონალის როლი გაქვთ, არ არის საჭირო მაინცდამაინც რთული სამედიცინო ტერმინები გამოიყენოთ.
სცენარი ზრდასრულთა თამაშებისთვის
უამრავი კითხვაა: სად ვიშოვო კოსტიუმები, როგორ მოვიქცე, რა ვთქვა. განვიხილოთ კლასიკური როლები ეროტიკულ თამაშებში და მათი ზოგიერთი მახასიათებელი.
სამედიცინო შემოწმება
ერთ-ერთი თქვენგანი შეიძლება იყოს ექიმი ან მედდა, ხოლო მეორე - პაციენტი. ვინც ყოველთვის დომინირებს, არის ის, ვინც სცენარში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ან შეგიძლიათ ისე მოახერხოთ, რომ სცენარი შემდეგნაირი იყოს: გამოცდილი ექიმი ახალგაზრდა მედდას ეფლირტავება, მედდა კი თამაშის წამყვანი ხდება. თამაშის დროს შეგიძლიათ საფუძვლიანი ფიზიკური გამოკვლევა ჩაატაროთ, დაიწყოთ პაციენტის ზოგადი გამოკვლევა და საგამოცდო პროცესი უფრო ინტიმური კუთხით წაიყვანოთ.
სკოლა
მასწავლებელი ყოველთვის დომინანტია. რომელი მათგანი შეეცდება ამ როლის მორგებას, ეს უკვე თავად უნდა გაარკვიოთ. სექსუალურია, როდესაც მასწავლებელს თხელი ზედატანი აცვია. გაამახვილეთ ყურადღება სიმკაცრეზე, მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე. გამბედავმა სკოლის მოსწავლემ კი ძალიან მოკლე ქვედაკაბა უნდა ჩაიცვას და წინდები, რომლებიც მუხლს ზევითაა. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ გაკვეთილის მოსმენით ან "სერიოზული" საუბრით მისი ქცევის შესახებ.
პოლიცია
უნიფორმის და ხელბორკილების გარეშე ამ შემთხვევაში თამაში არ შედგება. რა თქმა უნდა, აქ პოლიციელი დომინირებს, დაკავებულს კი ყველა სურვილის შესრულება მოუწევს. შეიძლება სასაცილო დანაშაულის გამო დაგაპატიმრონ, მაგალითად, იმისთვის, რომ ჭიქის გარეცხვა დაგავიწყდათ. ამ ყველაფერს მკაცრი დაპატიმრება, დაკითხვა და სექსუალური დასჯა მოსდევს.
პირველი პაემანი
აქ ყველაფერი დროთა განმავლობაში ხდება. თამაშმა შეიძლება შედარებით დიდხანს გასტანოს. შენ აგრძნობინებ, რომ ნამდვილად მოგწონს, იწყებთ ჩახუტებით, კოცნით და სექსზე საუბრით. უმჯობესია, ასეთი თამაში რამდენიმე დღეს გაგრძელდეს. ცოტა ხანში იგრძნობთ, რომ გიჟდებით ერთმანეთზე. ახლა კი დროა, მოიწვიოთ პარტნიორი "პირველ" პაემანზე და იმოქმედოთ.
ოფისი
მკაცრი უფროსი და დაქვემდებარებული პირი, განსაკუთრებით, მდივანი, როლური თამაშების საუკეთესო ვარიანტია. უნებლიე შეხება, გამოწვევა და ეს ყველაფერი საუბრის დროს, რაც თანდათან მიმართულებას გაძლევთ. თუ სახლში სამუშაო მაგიდა გაქვთ, ყველაფერი გაცილებით რეალისტური იქნება.
ბორტგამცილებელი
მფრინავი და სტიუარდესა. ალბათ, ყველა მამაკაცს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უოცნებია მსგავს რამეზე. ამ პროფესიის გოგონებს ნამდვილად სექსუალურად მიიჩნევენ. კლასიკური სცენარი - პირველი კლასის სამგზავრო მომსახურებაა, მაგრამ სჯობს შოუ გაახალისოთ, "ავარიის" ან "ტერორისტული აქტის" წყალობით - არ აქვს მნიშვნელობა, რა როლს ასრულებს ადამიანი (მფრინავია თუ მგზავრი). იმავე სახის სცენარის შედგენა შეიძლება მეზღვაურისა და კაპიტნისთვის.
მომსახურე პერსონალი
სტიუარდესების გარდა, მამაკაცებს სხვაფორმიანი ქალებიც იზიდავენ: მიმტანები, მოახლეები და მომსახურების სექტორის სხვა თანამშრომლები.
თუმცა მხოლოდ მამაკაცები კი არა, ქალებიც სექსუალურად აღიქვამენ: მხატვრებს, ელექტრიკოსებს და ა.შ.
ეს ერთგვარი მოტივაციაც იქნება ქმრისთვის, რომ ნიჟარა შეაკეთოს.
არატრივიალური როლური თამაშები
პროტოტიპები შეიძლება იყოს თქვენი საყვარელი ფილმების, სერიალების ან წიგნების გმირები. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ისტორიული პერსონაჟები... მეტი მრავალფეროვნებისთვის გთავაზობთ რამდენიმე არასტანდარტულ პერსონაჟს:
სულთანი და მოცეკვავე ქალბატონი
მთავარი მიზანი: გახდეს ამ ღამის დედოფალი და სულთნის მთავარი მეუღლე. აქ დაგჭირდებათ მუცლის ცეკვის უნარი. აღმოსავლური ცეკვის გაკვეთილების ვიდეოების ნახვა მარტივად შეგიძლიათ.
დეტექტივი
დეტექტივისა და ეჭვმიტანილის თამაში პოლიციელის და დამნაშავის სცენარის მსგავსია, მაგრამ უფრო დახვეწილი მოთამაშეებისთვისაა. დანაშაული სერიოზული უნდა იყოს, ხოლო დეტექტივის ამოცანაა სიმართლის დამტკიცება, არა უხეში ძალის გამოყენებით, არამედ ლოგიკური დასკვნებით. თავის მხრივ, ეჭვმიტანილი ეცდება, რომ დეტექტივი დააბნიოს. მაგალითად, გაიხსენეთ ცნობილი დაკითხვის სცენა ფილმიდან: „ძირითადი ინსტინქტი“.
სუპერგმირები
გულის სიღრმეში ყველა ადამიანს სურს, გადაარჩინოს თავისი საყვარელი ადამიანი. მიეცით ეს შანსი. სუპერგმირის კოსტიუმები შეგიძლიათ ნახოთ როგორც სექს-შოპებში, ასევე ბაზრობაზე. შეგიძლიათ SMS კომუნიკაცია აწარმოოთ იმ "ბოროტმოქმედთან", ვინც თქვენი ქალბატონი ტყვეობაში აიყვანა (აქ ორი როლის შესრულება მოგიწევთ).
გთავაზობთ რამდენიმე მოქმედებას, რაც ნებისმიერ სცენარში ჯდება:
- მასაჟი, როგორც წინასიტყვაობა, თითქმის ნებისმიერი სცენარისთვის შესაფერისი რამ არის. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს არ უნდა იყოს სტანდარტული 5-წუთიანი მასაჟი ტელევიზორის წინ. შექმენით ატმოსფერო: ლამაზი საწოლი, სანთლები, არომატი და რა თქმა უნდა, მუსიკა.
- სტრიპტიზი - შეიძლება იყოს თვითნებური, მაგალითად, თუ თქვენი პარტნიორი "გიბრძანებთ", რომ უცეკვოთ. ან გამოიყენოთ ის, როგორც თამაშის დამატება.
- BDSM სათამაშოები. ნებისმიერი თამაში, რომელიც დროთა განმავლობაში განახლებას მოითხოვს, ითვალისწინებს სექსუალურ სათამაშოებსაც. მკაცრი მასწავლებლის, უფროსის, პოლიციელის იმიჯის სრულყოფისთვის, ამგვარი მოწყობილობების შეძენა ურიგო არაა.
- საკვები. ცნობილი "ხრიკი". გამოიყენეთ ნაღები, მდნარი შოკოლადი ან თაფლი. ტკბილეული შესანიშნავი იდეაა მაშინ, თუ სულთნის მოცეკვავის როლს ირგებთ ჰარემში.
რომელი ვარიანტიც უნდა აირჩიოთ მთელი ამ ჩამონათვალიდან, მთავარია, რომ ორივე პარტნიორი სიამოვნებას განიცდიდეს ამ პროცესისგან, ხოლო მათი გრძნობები და ურთიერთობა ძლიერდებოდეს.
წყარო: blog.pokupon.ua